ხაჭო – სასარგებლო პროდუქტია რძისგან, მდიდარია ცილით და კალცით. მისი მონაწილეობით მზადდება ზალიან ბევრი სახეობის დესერტი. არაუმეტეს, მისგან ასევე ამზადებენ სპორტუ კვებასაც, რადგან ის არეგულირებს კუჭის მოქმედებას და ძალიან ეხმარება კუნთებს ზრდაში.
დღეს გთავაზობთ უკრაინის სამზარეულოს სიამაყე – გალუშკებს. ეს არის უმაგრესი და უმარტივესი რეცეპტი, რომლის მომზადება მართლაც, რომ მარტივი საქმეა.
როგორ მოვამზადოთ გალუშკები
ინგრედიენტები
- 500გ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- ვანილი გემოვნებით
- 1,5 ჭიქა ფქვილი
მომზადება
1.უმი ხაჭო გამოწურეთ მარლით (თუ საჭიროა). შემდეგ გამოატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ნახევარი გამღვალი კარაქი. მოურიეთ.
2.მიღებულ მასას დაუმატეთ ჭიქა გაცრილი ფვილი. მოზილეთ ცომი, მოაყარეთ ფქვილი, სანამ არ შეწყვეტს ხელზე მოკრობას.
3.ცომი გაყავით 4-6 ნაწილად, თითოეული გააბრტყელეთ გრძელ ტუბად.
4.ჩაზნიქეთ ხელით და გაჭერით ყოველ 4სმ-ში. მიღებული გალუშკები ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში, როგორც კი ამოტივტივდებიან გადმოიღეთ.
5.გალუშკებს დაუმატეთ კარაქი, რათა არ მიეკრონ ერთმანეთს და მოურიეთ. თუ გინდათ გალუშკები შეგიძლიათ დამატებით შეწვათ. ნებისმიერ შემთხვევაში მათ ძალიან უხდება არაჟანი. გემრიელად მიირთვით!
ახლა თქვენ იცით, როგორ უნდა მოამზადოთ ხაჭოსგან სწრაფი და გემრიელი კერძი. გალუშკებს, არაჟნის გარდა, ასევე მოუხდება ტოპინგები: მურაბა, ჯემი, თაფლი და ცხელი შოკოლადი. ყველა მათგანით კერძი გამოვა თავისებურად უნიკალური.
ერთადერთი მინუსი რაც ამ კერძს ახასიათებს ისა, რომ ადამინები რომლებსაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა ვერ დააგემოვნებენ ამ საკვებს. გასათვალისწინებელია ისიც რომ ამ კერძს აქვს დაბალი კალორია მითუმეტეს რომ მას აქვს ტკბილი ტოპინგები.