ცხელი შოკოლადის სოუსი ბლინებისთვის

1582

ჩვეულებრივი ბლინები ხელოვნების ნიმუშად რომ აქციოთ, მოამზადეთ არაჩვეულებრივი ტოპინგი – თაფლისა და შოკოლადის სოუსი. ამას სულ რაღაც 20 წუთი დასჭირდება. შინ მომზადებული ტოპინგები ყოველთვის ჯობია მაღაზიაში ნაყიდს: ჩვენი სოუსი ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს.

დაგჭირდებათ 1 ფილა შავი შოკოლადი და თაფლი. სოუსის კალორიულობა – 100 გრამზე 165 კკალ.

ინგრედიენტები

  • 110 გრ შავი შოკოლადი
  • 150 მლ ნაღები
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

მომზადება

  1. დაფხვენით შოკოლადის ფილა. ჩაყარეთ ნახევარი პატარა ქვაბში, დაამატეთ თაფლი, შაქარი, ნაღები, კარაქი, მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ მუდმივად, სანამ არ შესქელდება და ბუშტუკები არ გაჩნდება.
  2. ხარშეთ კიდევ 7 წუთის განმავლობაში, ურიეთ ინტენსიურად. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დარჩენილი შოკოლადი, ვანილი და კარგად მოურიეთ. გააცივეთ შოკოლადი და კიდევ 5 წუთის განმავლობაში ურიეთ.

ჩვენი მარტივი სოუსი მზადაა. მოასხით საყვარელ ბლინებს ან ოლადებს და დატკბით შესანიშნავი გემოთი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!