ცხელი ბუტერბროდები ხაჭოთი: ყოველ დილით სიამოვნებით მივირთმევდი

1172

ბოლო დროს სწორი კვება სულ უფრო შემოდის მოდაში. ბერი უარს ამბობს ზედმეტად ცხიმიან ან ტკბილ საჭმელზე. თუმცა, ხანდახან როგორ გინდა ასიამოვნო თავი რაიმე გემრიელი კერძით, მაგალითად, ხაჭოს ცხელი ბუტერბროდებით.

გაოცდებით, მაგრამ ბუტერბროდებიც შეიძლება სასარგებლი იყოს, მთავარია იცოდე, როგორ მოამზადო სწორად. ცხელ ვარიანტებსაც კი არ აქვს ცხიმის ნასახი – ხაჭოს ბუტერბროდები ძალიან სასარგებლოა და მათ მომზადებას სულ რაღაც 25 წუთი დასჭირდება.

ინგრედიენტები

  • 230 მლ რძე
  • 4 ც ფუნთუშა
  • 250 გრ ხაჭო
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. გაჭერით შუაზე ყოველი ფუნთუშა.

2. შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და 2 ს.კ. შაქარი, დაუმატეთ ქიშმიში და მოურიეთ.

3. გააცხელეთ რძე, დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი, ვანილის შაქარი და დარიჩინი. გამორთეთ როცა შაქარი დადნება.

4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე ფოლგა.

5. ამოავლეთ გაჭრილი ფუნთუშები რძეში, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან მოათავსეთ ხაჭოს მასა. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

თუ იდეა მოგეწონათ, ასიამოვნეთ ოჯახის წევრები არაჩვეულებრივი საუზმით, გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!