ვაფლის მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ჩვენ დღეს 4 სხვადასხვა ვარიაციებს შემოგთავაზებთ!
ხარშუნა ვაფლი
ინგრედიენტები
- კარტოფილის სახამებელი
- შაქარი
- კვერცხი
- მარილი
- მარგარინი
- ვანილი
მომზადება
250გ რბილი მარგარინი ათქვიფეთ ბლენდერით (უნდა მიიღოთ არაჟნის კონსესტენცია). დაუმატეთ ვანილი, მარილი, 350გ შაქარი, 0,5კგ კარტოფილის სახამებელი და 5 კვერცხი. კარგად მოურიეთ და გამოაცხეთ.
ფხვიერი ვაფლი
ინგრედიენტები
- კონიაკი
- კვერცხი
- ფქვილი
- მარგარინი
- შაქარი
- მარილი
მომზადება
4 კვერცხი და 150გ შაქარი ათქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ 180გ ფქვილი, 70გ კონიაკი, მარილი და გამღვალი (გაგრილებული) მარგარინი. კარგად მოზილეთ და გამოაცხეთ.
ვაფლი სოდით
ინგრედიენტები
- სოდა
- ფქვილი
- შაქარი
- რძე
- ლიმონის ქერქი
- კვერცხი
- მარილი
მომზადება
2 კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე, ხოლო 2 გუკი, 250გ რძე, 40გ შაქარი და ლიმონის ქერქი გადაურიეთ ერთმანეთს, ნელ-ნელა დაუმატეთ 180გ ფქვილი და 2გ სოდა. შეაერთეთ ცილის და გულის მასა, მოუიეთ და გამოაცხეთ.
სადღესასწაულო ვაფლი
- სახამებელი
- ვანილი
- კვერცხი
- არაჟანი
- მარილი
- მარგარინი
- ფქვილი
- სოდა
- არაჟანი
მომზადება
150გ მარგარინი, 125გ შაქარი და 1 პაკეტი ვანილი დააბლენდერეთ. განაცალკევეთ ცილა და გული (3 კვერცხი), გულს დაუმატეთ 125გ ფქვილი, 75გ სახამებელი და 50 არაჟანი, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ცილის მასა. მიღებული ცომი გამოაცხეთ.
სასარგებლო რჩევები
- რათა ვაფლი გამოგივიდეთ ხარშუნა, ისინი ფირფიტებდ არ დაალაგოთ.
- ვაფლს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღების ან არაჟნის კრემი, მაგრამ თუ ეს ინგრედიენტები არ გაქვთ, დესერტს შეგიძლიათ მოაყაროთ ვანილის და შაქრის ფხვნილის ნაზავი.
გემრიელად მიირთვით!