ჩემი ფავორიტი ქათმის „აწეწილი“: მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

501

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა მოამზადოთ ქათმის გულმკერდიდან, Gastronomia.ge–ს რედაქცია მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს გთავაზობთ. ძალიან ნაზი და წვნიანი წასახემსებელი გამოდის იმის მიუხედავად, რომ ქათმის ხორცი მშრალია.

ინგრედიენტები:

  • 3 ქათმის გულმკერდი
  • 1 კვერცხი
  • 2-3 ს/კ მაიონეზი
  • 2-3 ს/კ ფქვილი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათმის გულმკერდი პატარა ნაჭრებად დაჭერით, მაიონეზი, კვერცხი, მარილი, წიწაკა და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ.
  2. კონსისტენციით ოლადების მსგავსი ცომი უნდა გამოვიდეს.
  3. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ და კოვზი „აწეწილი“ ნარევი ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  4. როგორც ცხელი, ასევე ცივი ძალიან გემრიელია.
  5. გემრიელად მიირთვით!