შოკოლადის ტორტი საუცხოო კრემით: დეტალური ინსტრუქცია

582

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ შოკოლადის ტორტის რეცეპტის დეტალურ ინსტრუქციას. გირჩევთ გამოაცხოთ და ოჯახის წევრები გემრიელი დესერტით გაახაროთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 5 ს/კ კაკაო
  • 2 დიდი კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი

მომზადების წესი:

  1. 25-26 სმ დიამეტრის ფორმა მოამზადეთ, პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. თუ ქაღალდის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, ზეთი წაუსვით.
  2. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. 2 ჭურჭელი მოამზადეთ – დიდი და პატარა.
  3. პატარა თასში ყველა მშრალი ინგრედიენტი (სიაში პირველი ხუთი) აურიეთ.
  4. დიდ თასში კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, მცენარეული ზეთი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  5. მორიგეობით ფქვილი და რძე დაუმატეთ, აურიეთ. ფქვილით დაიწყეთ და დაამთავრეთ.
  6. სულ ბოლოს ცხელი წყალი დაასხით და კიდევ ერთხელ სწრაფად აურიეთ. თხევად ცომს მიიღებთ.
  7. ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ. კბილის ჩხირით შეამოწმეთ: მშრალი ან ოდნავ სველი ქერქით უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტად არ გამოაშროთ.
  8. ბისკვიტი ზომაში 2–ჯერ უნდა გაიზარდოს.
  9. ცხობის დრო თქვენი ღუმელის მიხედვით დააკორექტირეთ.

კრემის ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე შაქრით
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს/კ კარაქი
  • 100 გრ ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ყველაფერი აურიეთ და ხარშეთ, მუდმივად კოვზით აურიეთ. სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ.
  2. უფრო დიდხანს არა, ძალიან გასქელდება! ყურადღება მიაქციეთ, რომ კვერცხის გული არ აიჭრას.
  3. სქელი ქოქოსის კრემი გამოვა.
  4. გაცივებული ბისკვიტი შუაზე გაჭერით და კრემი წაუსვით. ზემოდან შოკოლადის ჭიქურით გააფორმეთ.
  5. გემრიელად მიირთვით!