ეს ნამცხვარი იმდენად ადვილად და სწრაფად მზადდება, რომ დაუფიქრებლად შეგიძლიათ მოამზადოთ სტუმრებისთვის თავის წარმოსაჩენად. ისინი აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ დამალავენ!
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 225 გ თეთრი ფქვილი
- 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი (უშაქრო)
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 200 გ შაქარი
- 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 180 მლ რძე
- 180 გ მარილიანი კარაქი
- 2 კვერცხი, ათქვეფილი
- ნიგვზის ლებნები მოსართავად სურვილისამებრ
მინანქარისთვის :
- 150 გ მარილიანი, დარბილებული კარაქი
- 450 გ შაქრის პუდრი
- 75 გ კაკაოს ფქვნილი (უშაქრო)
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 4 ს.კ. + ოდნავ მეტი (საჭიროებისამებრ) შემთბარი რძე
მომზადების წესი:
- ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (23 სმ) რომელსაც გვერდი ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით.
- შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ კაკაო, შაქარი და ვანილი.
- კარაქი დაბალ ტემპერატურაზე გაადნეთ და ფქვილის მასას შეურიეთ, შემდეგ ერთდროულად შეათქვიფეთ რძე და კვერცხები.
- ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
- აცხვეთ დაახლოებით 35-40 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 10 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- მინანქარი: კარაქი და შაქრის პუდრი მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ერთგვაროვან კონსისტენციამდე ათქვიფეთ, დაუმატეთ კაკაო, ვანილი, რძე და ისე მოურიეთ, რომ მასა კვლავ ერთგვაროვანი გახდეს. თუ მინანქარი მეტისმეტად სქელია, დაუმატეთ რძე – თითო ჯერზე თითო ჩაის კოვზი.
- გაცივებული ბისკვიტი შუაში გაჭერით, ერთი ფენა ლანგარზე გადაიტანეთ და მინანქრის 1/3 წაუსვით. მეორე ფენა დაადეთ და დარჩენილი ჭიქური თავსა და გვერდებზე გადაუსვით. მორთეთ ნიგვზის ლებნებით სურვილისამებრ.
- დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.