შოკოლადის ვულკანი,პუდინგი მდნარი გულით – საუცხოო დესერტი 

1966

გასტრონომიის ერთგულ მკითხველებს ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ. შოკოლადის ვულკანი – დესერტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ!

ინგრედიენტები: 

გულსართი: 

  • 150 გ შავი შოკოლადი (70 % კაკაოს შემცველობით) მსხვილად დატეხილი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1/4 ფინჯანი (60 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

პუდინგი:

  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დაჭრილი
  • 90 გ კარაქი, დარბილებული
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 6 დიდი კვერცხი, განცალკევებული
  • 100 გ ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1 ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. გულსართი: საშუალო ზომის ქვაბით დაბალ ცეცხლზე შემოდგით შოკოლადის, კარაქის, ნაღების, შაქრის ნაზავი და ურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება და ნაზავი რბილი არ გახდება. ჩაასხით პუდინგის ჭურჭლის ტოლ ჯამში. დააფარეთ თავზე და დაახლოებით 30 წუთით მოათავსეთ საყინულეში, სანამ არ გამკვრივდება.
  2. პუდინგი: 1,5 ლ მოცულობის პუდინგის  ჭურჭელს ან ცეცხლგამძლე კერამიკის ჯამს კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.
  3. შოკოლადი ორთქლის აბაზანზე, მდუღარე წყალზე გაადნეთ. რამდენიმე წუთი გააგრილეთ.
  4. დიდ ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი, სანამ მკრთალი ფერის და კრემის სისქისა არ გახდება.
  5. მიქსერით, საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გულები.
  6. შეურიეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გამაფხვიერებელი.
  7. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა.
  8. გამდნარი შოკოლადი და 2 სუფრის კოვზი ბეზე პუდინგის მასას შეურიეთ. დაუმატეთ დანარჩენი ბეზეც.
  9. პუდინგის ჭურჭელში მოათავსეთ პუდინგის მასის ერთი მესამედი, საყინულიდან გამოიღეთ გულსართი და ისიც ჭურჭელში ჩადეთ, თავზე მორჩენილი პუდინგის მასა დაადეთ და ზედაპირი მოასწორეთ.
  10. ჭურჭელს დააფარეთ კარაქწასმული ხუფი, ან ორმაგი ფოლგა (კარაქწასმული მხარე ქვემოთ უნდა მოექცეს). ნაპირებში კარგად ჩაამაგრეთ. ქვაბში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ პუდინგის ჭურჭელს შუამდე მოადგეს. დააფარეთ თავზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  11. დატოვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ვიდრე პუდინგი მყარი არ გახდება და არ ამოფუმფულდება, დაალხოებით 1 საათი. ფრთხილად იყავით, რომ წყალი არ დაშრეს – საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ.
  12. შესაძლებელია, პუდინგი ორთქლზეც მომზადდეს.
  13. ფრთხილად გადმოიღეთ ღუმლიდან ქვაბი და შემდეგ ქვაბიდან პუდინგის ჭურჭელი ამოიღეთ. გააჩერეთ 5 წუთი. მოხადეთ ხუფი ან ფოლგა და თეფშზე გადმოიტანეთ.
  14. დაჭრამდე 10 წუთი დატოვეთ.

ულუფა: 6

მომზადება: 30 წუთი +30 წუთი გასაყინად +15 წუთი გასაგრილებლად

ცხობა: 1 საათი და 10 წუთი

დონე:2