შოკოლადის და ვანილის კექსი “დღე და ღამე”

663

ცომი ჩაასხით მრგვალ ფორმაში და მოათავსეთ ღუმელში. 30 წუთის შემდეგ უგემრიელესი კექსის სურნელი დატრიალდება სამზარეულოში.

ფანტასტიური დიზაინი და რაც მთავარია გემო. დამწყები დიასახლისებიც მარტივად გაართმევენ ამ საქმეს თავს.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
  • რძე 1 ჭიქა
  • ვანილი 10გ
  • გმაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • წყალი 100მლ
  • კარაქი 10გ
  • შავი შოკოლადი 50გ

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ კვერცხი, ვანილი, შაქარი,რძე და გამღვალი კარაქი.კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი გაყავით 2 ნაწილად.

2.ჯამში მოათავსეთ კაკაო და 100მლ წყალი. მიღებული მასა დაუმატეთ ცომის ერთ ნაწილს. მოურიეთ.

3.მრგვალ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცენტრში მოათავსეთ ჭიქა. დაასხით ცომი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

4.გამოაცხეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვთ!