შოკოლადის ბისკვიტი ყველაზე კრეატიული დესერტების მოსამზადებლად

722

ამ ბისკვიტიდან უამრავი მრავალფეროვანი დესერტის მომზადება შეგიძლიათ. ნებისმიერი კრემი და გულსართი ძალიან მოუხდება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 100გ
  • კაკაო 50გ
  • შაქარი 200გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი

მომზადება

აუცილებლად გამოიყენეთ ხარისხიანი ინგრედიენტები!

განაცალკევეთ ცილა და გული. ცილა შეინახეთ მაცივარში, რათა შემდეგ უკეთ აითქვიფოს. ხოლო გულს დაუმატეთ 100გ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ცილა გამოიტანეთ მაცივრიდან და მიქსერით ათქვიფეთ ამოფუებამდე. თავდაპირველად რამდენიმე წუთი დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, ხოლო შემდეგ გაზარდეთ.

ათქვეფილ ცილას ნელ-ნელა დაუმატეთ 100გ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. თქვენ უნდა მიიღოთ მკვრივი ცილის მასა. გაცერით კაკაო და ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი. .

ათქვეფილი გული დაუმატეთ ცილას და ფრთხილად მოურიეთ დაბლიდან მაღლა, რათა მასა არ ჩავარდეს. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო. ცომის დიდხანს დამუშავება არ არის საჭირო, ის შეიძლება ჩავარდეს და აღარ ამოფუვდეს.

ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი. პირველი 25-30 წუთი არ გამოაღოთ ღუმელი.

გამომცხვარი ბისკვიტი გამოიტანეთ ღუმელიდან და ფორმაშივე გააგრილეთ.

მისგან 2-3 ფირფიტა შეგიძლიათ მიიღოთ.

გემრიელად მიირთვით!