შობას მოხარშული ღორის ხორცი გავსინჯე და ახლა ყოველ შაბათ–კვირას ვამზადებ

635

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარი წვნიანი და არომატული ღორის ხორცის მომზადების რეცეპტს. ამჯერად მთელ ნაჭერს მოვამზადებთ და არ დავჭრით. ასე სადღესასწაულო მაგიდაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, თან დაჭრა პირდაპირ მაგიდაზეც შეგიძლიათ. რეცეპტი მარტივია, მხოლოდ გახურებული ღუმელი და მომზადებული ხორცი დაგჭირდებათ. გარნირი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ.

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის ხორცი
  • 100 გრ თეთრი ღვინო
  • 1 ს/კ კურკუმა
  • მარილი
  • თავშავა
  • 1,5 ჩ/კ ქინძი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • ლიმონი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ხორცი გარეცხეთ. თუ შეძლებთ, თხელი გარსი მოაშორეთ. ასე გარეგნულად უფრო ლამაზი გახდება. ხორცი დანით ღრმად ჩაჭერით. ერთგვარი ჯიბეები ნივრების ჩასადებად გამოგადგებათ.
  2. ნივრის კბილები საშუალო სისქის ფირფიტებად დაჭერით. დანაყული ქინძი, მარილი, კურკუმა და თავშავა აურიეთ. დაჭრილ ნივრის ფირფიტებს ზეთი წაუსვით. ასე სანელებლების ნარევი უკეთ მიეკვრება. მზა ნივრის ფირფიტები ხორცის ჯიბეებში ჩააწყვეთ.
  3. დარჩენილი სანელებლების ნარევი ხორცს ყველა მხრიდან წაუსვით. კონტეინერში თეთრი ღვინო ჩაასხით, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და ზემოდან ღორის ნაჭერი დადეთ. პარკი დააფარეთ და მაცივარში მთელი ღამით დაამარინადეთ.
  4. საცხობ ფორმას ზეთწასმული პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ. ხორცს ზემოდან კიდევ ერთი ფენა ქაღალდი დააფინეთ და 35 წუთით აცხვეთ, შემდეგ ქაღალდის ზედა ფენა მოაშორეთ და კვლავ 15 წუთით აცხვეთ. ასე ხრაშუნა ქერქს მიიღებთ და მთელი წვენი შიგნით დარჩება.
  5. ღუმელიდან გამოიღეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ხორცი დაასვენეთ, რომ მთელი სითხე ხორცში თანაბრად გადანაწილდეს. თავდაპირველად, მხოლოდ ხორცი გასინჯეთ, რომ მისი ორიგინალური გემო კარგად შეიგრძნოთ. შემდეგ რაიმე ცხარე სოუსთან ერთად მიირთვით. ღორის ხორცს გრილზე ან ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული უხდება. გემრიელად მიირთვით!