შინაურული უმად გამხმარი ძეხვი: ძვირიანი ესპანური ძეხვი გულმკერდის ფასად

181

მაღაზიაში უმად გამხმარი ძეხვი ყველაზე ძვირი ღირს. დელიკატესად ითვლება, რადგან ხორცი თერმული დამუშავების გარეშე მუშავდება. ესპანელი მზარეულები სანელებლებს ერთმანეთს უთავსებენ და ამით პროდუქტის გემოს მაქსიმალურად შლიან. მათი შემოქმედების დასაგემოვნებლად ბევრის დახარჯვა მოგიწევთ, თუმცა სახლში გაკეთებული ძეხვი არაფრით ჩამოუვარდება.

ნამდვილი ესპანური უმად გამხმარი ძეხვი

ღორის გულმკერდიდან შეგიძლიათ გააკეთოთ. ისეთი ნაჭერი შეარჩიეთ, სადაც ხორცს ცხიმის ზოლებიც აქვს. ჩვეულებრივი შებოლილი ძეხვისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე საათში მზადდება, ამის მომზადებას 1 თვე სჭირდება. მაღაზიებში მზა ხორცის პროდუქტს კონსერვანტების გარეშე ვერ იპოვით. სწორედ ამიტომ, 1 თვე ლოდინი, რომ ნამდვილი ესპანური ძეხვი დააგემოვნოთ, დიდი ფასი არაა.

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის გულმკერდი
  • 12 გ ყავისფერი შაქარი
  • 1 ს/კ მაიორანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 30 გ მარილი
  • 2 გ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ს/კ ბეგქონდარა
  • 1 გ მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ძვლები და ძარღვები მოაშორეთ. ტყავი ფრთხილად მოაჭერით ისე, რომ ცხიმის ფენა არ დააზიანოთ. კუთხეები მოაჭერით, რომ ნაჭერს მართკუთხა ფორმა მისცეთ.

2. ხორცს მარილი, შაქარი, წიწაკა და მუსკატის კაკალი მოაყარეთ. ახალი ბალახები (მაიორანი და ბეგქონდარა) და ნიორი დააქუცმაცეთ. ხორცს დაუმატეთ. ხორცს სანელებლები კარგად შეაზილეთ.

3. ხორცი რულეტივით დაახვიეთ. პარკში შეფუთეთ და მაცივარში 1 კვირა შეინახეთ. ახლა ხორცის სიმკვრივე შეამოწმეთ. თუ ისევ რბილია, 1–2 დღით მაცივარში დააბრუნეთ.

4. მკვრივ რულეტად დაახვიეთ ისე, რომ გარე ცხიმის ფენა შიგნით მოხვდეს. ძაფით დააფიქსირეთ. რულეტი პარკში შეფუთეთ, ჰაერი გამოუშვით და კუთხეები შეკარით.

5. მზა პროდუქტი ხორცის ბადეში მოათავსეთ და გრილ, ზომიერად სველ ადგილას 2-3 კვირა შეინახეთ. იდეალური პირობა: 12-14 გრადუსი სითბო და 60-70% ტენიანობა.

ამ დროში ხორცი წონის 25-30%–ს დაკარგავს. მოხსნა რომ გაგიადვილდეთ, ხორცი წყალში 1 წუთით ჩაალბეთ. რულეტი თხლად დაჭერით, რადგან ხმელი ხორცი საკმაოდ მაგარია. ნაჭრები ტაფაზე შეწვით და ნებისმიერი გარნირი, მაგალითად, სპაგეტი დაუმატეთ.