შეუდარებელი იოგურტის პეროგი – მაღალკალორიული ნამცხვრების შესანიშნავი ალტერნატივა

2461

შინ გამომცხვარი ნამცხვრები ჩაისთვის – ყოველთვის ბევრად გემრიელია მაღაზიაში ნაყიდზე. თანაც, გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ უფრო დაბალკაროლიური მოამზადოთ. ამის ნათელი მაგალითია იოგურტის პეროგი. ჩვეული კარაქისა და არაჟნის ნაცვლად გამოიყენება ბერძნული იოგურტი და მცენარეული ზეთი. გარდა ამისა, ძალიან ტკბილიც არ გამოდის.

არომატიზატორის სახით რეკომენდებულია ვანილისა და ლიმონის ცედრის გამოყენება. ცომში შეგიძიათ დაამატოთ საყვარელი ხილი ან ჩირი. ნატურალური იოგურტის პეროგი საოცრად არომატული და გემრიელი გამოდის. მისი რეცეპტი კი ადვილია და სწრაფადაც მზადდება.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 180 გრ შაქარი
  • 50-60 მლ რძე
  • 130 გრ იოგურტი
  • 60 მლ ზეთი
  • 300 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 10 გრ გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან სანამ ფაფუკი არ გახდება.
  2. დაასხით რძე და ზეთი, ნელნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ლიმონის ცედრა, კარგად მოურიეთ.
  3. დაასხით ცომი საცხობ ფორმაზე. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
  4. გააცივეთ პეროგი ჯერ ფორმაზე, შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და სრულად გააცივეთ. გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადის მინანქრით, შაქრის პუდრით ან ლიმონის ცედრით.

მოადუღეთ გემრიელი ჩაი და დაპატიჟეთ დაქალები. ეს სწორედ ისეთი პეროგია, რომელიც შეგიძლიათ ერთი ნაჭრით მეტი მიირთვათ. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!