შესქელებულ რძეს სახლში ვაკეთებ, ნაზი და სქელი გამოდის, ზუსტად ისეთი, როგორც ქილაშია

2848

მაღაზიის შესქელებული რძის ფასი გაძვირებას აგრძელებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტკბილეულის წარმოებისას კონსერვანტები, საღებავები და ყველა სახის მცენარეული ზეთია გამოყენებული, ყიდვის სურვილი გაქრება. არადა გვსურს, რომ საკუთარი თავი და ახლობლები ბავშვობის ნაცნობი სიტკბოთი გავახაროთ!

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შესქელებული რძე სახლში მოამზადოთ. გიზიარებთ მარტივ რეცეპტს, რომელსაც ჩვეულებრივი ინგრედიენტები სჭირდება. შინაურულ ტკბილეულს ზედმეტი არაფერი სჭირდება. კლასიკური რეცეპტი შესანიშნავ შედეგს იძლევა.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ ახალი რძე
  • 100 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. რძე ქვაბში ჩაასხით. 3%–ზე მეტი ცხიმიანობის რძე გამოიყენეთ. აქვე შაქარი დაუმატეთ. ქვაბი ცეცხლზე დადეთ, დროდადრო სპატულით აურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.

2. როგორც წესი, რამდენიმე წუთი საკმარისია, რომ შაქარი გაიხსნას. ამის გაგებას იმავე სპატულით შეძლებთ: თუ მასზე მსხვილი შაქარი არ ჩანს, გამოდის, პროცესი დასრულდა.

3. ახლა ცეცხლს აუწიეთ და რძე ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და სუსტ ცეცხლზე 50-60 წუთით ხარშეთ. ქაფი კოვზით რეგულარულად მოაშორეთ.

4. მზა შესქელებული რძე საცერში გაცერით, თუ ერთგვაროვნად არ გამოიყურება. მზა შესქელებულ რძეს პარკი დააფარეთ და ცივ ადგილას შეინახეთ. ცივი ნარევი სრულად გასქელდება.

5. მზა და ცივი შესქელებული რძე ისე კარგად გამოიყურება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი, რომელსაც მსგავსი კონსისტენცია აქვს. გემოთი უკეთესია. შემადგენლობაშიც უფრო დარწმუნებული ხართ. სწორედ ამიტომ, ახლობლებს ეჭვების გარეშე შესთავაზებთ. გემრიელად მიირთვით!

თუ ხარისხიანი რძის მიღების შესაძლებლობა გაქვთ, მარტივი რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა. სუპერმარკეტში ხარისხიანი შესქელებული რძის მისაღებ ფასად მოძებნა აღარ მოგიწევთ, რადგან მომზადებას საკუთარ სამზარეულოში შეძლებთ. ასე შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ!