ყველი რძით, არაჟნით და ლიმონის წვენით

786

სახლში მომზადებული ყველი – ნატურალური, სასარგებლო და ძალიან გემრიელი პროდუქტია.

მაგარი ყველის მომზადებას ძალიან რთული პროცესები ზდევს წინ.

ხოლო რბილი ყველის მომზადება, მაგალითათ როგორიცაა ადიგრნური და ბრინზის, უმარტივესად მზადდება სახლის პირობებში.

ინგრედიენტები

  • რძე 2ლ
  • არაჟანი 5 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. რძე ჩაასხით ქვაბში, მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე.
  2. თბილ რძეს დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
  3. როცა მასა გაცხელდება (სანამ ადუღდება), დაუმატეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ ნარილი და მიიყვანეთ დუღებამდე.
  4. დაადაბლეთ ცეცხლი და დაელოდეთ 1 წუთი.
  5. თუშფალანგში მოათავსეთ 2 ფენა მარლა და ჩაასხით ქვაბში არსებული მასა. კარგად გამოწურეთ, ჩაასხით ქილაში.
  6. მარლის მოუხსნელად ყველზე მოათავსეთ თეფში. ერთ საათში ყველი მზად არის.
  7. დარჩენილ სითხეს მოაყარეთ მარილი. ყველი დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ სითხესთან ერთად ქილაში.
  8. ამ მარილიან სითხეში ყველის რამდენიმე დღე შენახვა შეიძლება. რძეში შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები, მწვანილი ან წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!