ყველაზე ფაფუკი ეკლერი და პროფიტროლი: ძალიან სწრაფად ფუვდება

3765

ეკლერებისთვის მოხარშული ცომი კარაქზე მზადდება, თუმცა, ეკონომიის მიზნით მისი ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება მცენარეული ზეთით. ნაწარმი არანაკლებ ჰაეროვანი გამოდის და უფრო ხრაშუნაც.

ასეთი ცომისგან პროფიტროლებსაც (შუ) და ტორტის ფენებსაც გამოაცხობთ. დიასახლისების უმეტესობა ამ ცომს პრობლემურად მიიჩნევს, რადგან ცუდად ამოდის. თუმცა თუ ინსტრუქციას სწორად მიყვებით, მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა ზეთი
  • 150 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. შეურიეთ ზეთი და წყალი, დაამატეთ მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა მასა წამოდუღდება, დაუმატეთ ფქვილი და ინტენსიურად ურიეთ.

2. როცა მასა შესქელდება, გადმოდგით და სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, კარგად ათქვიფეთ.

3. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. საკონდიტრო ტომსიკით ან კოვზით დაასხით ცომი ფორმაზე.  შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. ცხობისას არ გამოაღოთ გაზქურის კარი. გაცივებული ნაწარმი შეავსეთ კრემით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!