ყავის ჰაეროვანი სუფლე ნაღებით

1388

ყავისა და ტკბილეულის მოყვარულებო ეს ის დესერტია რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ეს სუფლე მარტივად მზადდება არც დიდ დროს არ მოითხოვს.

ინგრედიენტები:

  • 375 მლ მსუბუქი ნაღები
  • 150 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 125 მლ ცხიმიანი ნაღები, ათქვეფილი
  • შოკოლადიანი ყავის მარცვლები – თავზე მოსაყრელად

ულუფა: 6

მომზადება: 20 წუთი + 5 საათის გასაცივებლად

ცხობა: 30-35 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ელექტროღუმელი გააცხელეთ 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2. ღრმა ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ტილო და ზედ 125 მლ მოცულობის სუფლეს ექვსი ყალიბი მოათავსეთ.
  2. ქვაბში ჩაასხით ნაღები და ნელ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ შოკოლადი და ყავა; კარგად ათქვიფეთ.
  3. მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, ათქვიფეთ გოგლიმოგლი.
  4. ნელ-ნელა ჩაასხით შოკოლადიან ნაღებში და ხის კოვზით ურიეთ.
  5. გაწურეთ საწურში და მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში, ქაფი კოვზით მოხადეთ.
  6. შოკოლადის მოხარშული კრემი ყალიბებში გაანაწილეთ. ტაფაში ჩაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს. ტაფას ალუმნის ფოლგა გადააფარეთ.
  7. აცხვეთ 30-35 წუთი, ვიდრე მასა გამკვრივდება, მაგრამ შუაში ისევ რბილი დარჩება.
  8. გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ 1 საათი, მაცივარში 4 საათი მაინც დატოვეთ. სუფრაზე მიტანისას თითოეულ ჯამს ათქვეფილი ნაღები მოასხით და შოკოლადიანი ყავის მარცვლები მოაყარეთ.