ყაბაყის ტოლმა, რომელიც კლასიკურზე ბევრად უკეთესია. ორიგინალური რეცეპტი

154

ყაბაყი ზაფხულში მთავარი ბოსტნეულია. მისგან არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ბიუჯეტური კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ. კერძები ნამდვილად მრავალფეროვანია. მაგალითად, დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ყაბაყის ტოლმა. გარწმუნებთ, რომ კლასიკურს არაფრით ჩამოუვარდება. თან ნაკლებ დროს წაგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 2-3 საშუალო ზომის ყაბაყი
  • 300 გ ფარში
  • 100 გ მშრალი ბრინჯი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები მოსასხმელად:

  • 1,5 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1,5 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • 250 მლ წყალი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ბრინჯი მომზადებამდე მოხარშეთ. გასაგრილებლად გააჩერეთ.

2. ხახვი დაჭერით, სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ბოსტნეული ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით.

3. ცალე თასში ფარში, მოხარშული ბრინჯი და შემწვარი ბოსტნეული ურიეთ. აქვე ნიორი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

4. ყაბაყი გარეცხეთ და ზოლებად დაჭერით. სასურველია, რომ ბოსტნეულის საჭრელი გამოიყენოთ. მისი დახმარებით ყაბაყის თხელ ზოლებს მიიღებთ. ორი ყაბაყიდან ზუსტად 40 ნაჭერი გამოვა. შუა ნაწილი ბოსტნეულის რაგუში გამოიყენეთ.

5. ახლა შიგთავსი ყაბაყის ზოლებში გაახვიეთ. ერთ ყაბაყის ზოლზე ზუსტად 1 ჩაის კოვზი შიგთავსი დაგჭირდებათ. მობრაწულის საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ. ზემოდან მოსასხმელად ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ყაბაყებს ზემოდან თანაბრად მოასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ. 30 წუთით ფოლგა დაფარებული აცხვეთ და 20 წუთით ფოლგის გარეშე. მაგიდაზე ცხელი კერძი გაიტანეთ. ზემოდან გახეხილი ყველი ან არაჟანი შეგიძლიათ დაუმატოთ.

ყაბაყის ტოლმა ტაფაზე შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ ღუმელის ჩართვა არ გსურთ. ამისთვის ტაფას თავსახური დაახურეთ და 40 წუთეთ ჩაშუშეთ. რა თქმა უნდა, ღუმელში გამომცხვარი უფრო გემრიელია. ყაბაყის ტოლმა ძალიან ნაზია, ხოლო მოსასხმელის წყალობით ძალიან წვნიანიც. ასეთი კერძი ყოველდღე შეგიძლიათ მოამზადოთ, რადგან არ მოგბეზრდებათ.