ღუმელში გამომცხვარი ქათმის ფილე – ოლგაში გამომცხვარი ხორცს მაინც განსხვავებული გემო აქვს!ჰ

1046

მე ძალიან მიყვარს ქათმის ხორცის მომზადება. ეს ინგრედიენი, მისი უნივერსალურბით მთელს მსოფლიოში არის ცნობილი. ფილე შეგიძლიათ შეწვათ, მოხარშოთ, მოთუშოთ და გამოაცხოთ.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა რძე
  • 6 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2-3 პომიდორი
  • 2 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 170გ ყველი
  • მზესუმზირის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი სახლის მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა
  • მწვანილი

მომზადება

1.საშუალო ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე. მოასხით რძე და დაელოდეთ 2 საათი. ამასობაში მოამზადეთ ფოლგის ფორმები.

ქილა დაიხმარეთ ფორმის მოსამზადებლად, მის ძირს მოარგეთ ფოლგა, შეუკეცეთ კუთხეები. ფორმები დაამუშავეთ ცხიმით.

დაჭერით კარტოფილი და მოათავსეთ ფორმაში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ზემოდან მოათავსეთ ხახვი, მრგვლად დაჭრილი.

2.შემდეგ მოათავსეთ ქათმის ფილე. ისევ მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.ათქვიფეთ კვერცხი და მაიონეზი. ფილეს მოასხით მიღებული მასა – დაახლოებით 2,5 სუფრის კოვზი ერთ ულუფაზე.

ზემოდან მოათავსეთ პომიდორი. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი.

4.მოაყარეთ გახეხილი ყველი.

5.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!