ღუმელში გამომცხვარი რბილი და არომატული ახალი კარტოფილი

1228

ახალი კარტოფილი ბევრს უყვარს განსაკუთრებული გემოსა და ნაზი ტექსტურის გამო, თან მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, თეფშებიდან კი ელვის სისწრაფით ქრება. განსაკუთრებით პოპულარულია გამომცხვარი ახალი კარტოფილი. ასე მომზადებული უფრო სასარგებლოა და უკეთაც იბრაწება.

მაგრამ როგორ მოვამზადოთ გემრიელი ახალი კარტოფილი ღუმელში? “გასტრონომია” გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალი კარტოფილი
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 0,5 ჩ.კ. როზმარინი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ახალი კარტოფილი. ცალკე შეურიეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, ბეგქონდარა, გატარებული ნიორი და როზმარინი.

2. მოასხით კარტოფილს მიღებული ნაზავი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ კარტოფილი, პერგამენტი კონვერტად შეახვიეთ, გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაჭერით პერგამენტზე ნასვრეტები და კიდევ 10 წთ გამოაცხვეთ.

მიირთვით შებრაწული ახალი კარტოფილი ბოსტნეულის სალათთან და შინ მომზადებულ სოუსებთან. ასეთი სადილის ან ვახშმის გამეორება ყოველდღე მოგინდებათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!