ღორის ქონი „ხუთწუთა“ მწვადის არომატით. შესანიშნავი წასახემსებელი

236

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ არომატულ და პიკანტურ ღორის ქონს მწვადის გემოთი, რომელიც გამოგადგებათ წასახემსებლად, ბუტერბროდისთვის და სადღესასწაულო მაგიდაზე.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ქონი (მკერდის ნაჭერი)
  • 1 ლ წყალი
  • 100 გრ მარილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 15 მარცვალი წიწაკა
  • 6 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 1 ჩ/კ მწვადის სანელებლები
  • კამა და ოხრახუში – თითო ტოტი ქილაში

მომზადების წესი:

  1. ქონი საშუალო ნაჭრებად დაჭერით. ქონის გარეცხვა და ქაღალდის პირსახოცით გაშრობა არ დაგავიწყდეთ.
  2. ხახვი რგოლებად დაჭერით.
  3. ქვაბში წყალი ჩაასხით, ყველა სანელებელი და მარილი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 4 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ.
  4. სუფთა ქილებში (500 ან 700 გრამიანი) მწვანილები და ნივრის კბილები გემოვნებით ჩააწყვეთ.
  5. ახლა ქონის ნაჭრები მჭიდროდ ჩააწყვეთ.
  6. ქილები ცივი მარილწყლით ბოლომდე გაავსეთ.
  7. ქილებს თავსახური დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე 2 დღე გააჩერეთ.
  8. მარინადი გადაასხით. მთელი სითხე კარგად მოაშორეთ.
  9. ახალი მარინადი მოამზადეთ. 100 გრ მარილი 1 ლ წყალზე გამოიყენეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, 4 წუთით ხარშეთ და გააგრილეთ.
  10. მარინადი ქილებში ჩაასხით, მოხუფეთ და მაცივარში 3 დღე შეინახეთ.
  11. ქილიდან ქონის ნაჭრები ამოიღეთ, ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, პერგამენტში ან ფოლგაში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ.
  12. გემრიელად მიირთვით!