ღორის გამომცხვარი ფეხი კლასიკური, უგემრიელესი რეცეპტით

1801

“მამაკაცური კერძი”

ღორის გამომცხვარი ფეხი წმინდა მამაკაცურ კერძად ითვლება, რადგან ყოველთვის  ცხიმიანი, ნოყიერი და საკმაოდ მაღალკალორიული გამოდის. თუმცა, ხორციანი კერძების მოყვარული ადამიანებიდან ძალიან ცოტა თუ იტყვის ამ გემრიელობაზე უარს.

რაშია ამ გემრიელი, მაგრამ მარტივი კერძის საიდუმლო?

ერთ-ერთი საიდუმლო იმისა, თუ რატომ გამოდის ხორცი ასეთი გემრიელი, გახლავთ სწორად განაწილებული დრო, რომელიც ხორცის მომზადებას სჭირდება.

აქ ყველაფერი მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული, გამოცხობის ვარიანტები:

  • თუ ხორცი არ ყოფილა საყინულეში, რეკომენდებულია, რომ იგი 180 გრადუსზე გამოაცხოთ, არა ნაკლებ 2 საათისა.
  • ღორის ფეხი, რომელიც იყო დამარილებული, უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 60 წუთის განმავლობაში.
  • მოხარშული ღორის ფეხი საუკეთესო გამოდის, თუ მას 150 გრადუსზე 1 საათითა და 30 წუთით მოათავსებთ ღუმელში.
  • თუ ხორცის მომზადება აეროგრილზე გადაწყვიტეთ, ხორცი მასში 60 წუთის განმავლობაში უნდა მზადდებოდეს, 30 წუთი თითოეულ მხარეს, ხოლო ტემპერატურა-220 გრადუსი უნდა იყოს.

ღორის ფეხის გამოცხობის კლასიკური ვარიანტი

მოცემული კერძის მომზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. აი, როგორ მოვამზადოთ იგი ყველაზე გავრცელებული მეთოდით.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ფეხი
  • 3 ს.კ. მდოგვი
  • 5 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 2 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ხორცი და გაწმინდეთ ხელსახოცით.
  2. გაარჩიეთ ნიორი და თითოეული კბილი ნიორი 4 ნაწილად გაყავით.
  3. შეურიეთ ერთმანეთს ზეთი, მდოგვი, სანელებლები და მარილი.
  4. ზეთისა და სანელებლების ნაზავი კარგად წაუსვით ხორცს და მოათავსეთ იგი მაციავრში 5 საათით.
  5. ამ დროის გასვლის შემდეგ გაახვიეთ ხორცი ფოლგაში და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე.
  6. გამოაცხვეთ ღორის ფეხი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 საათითა და 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!