ღორის ბარკალი ლეღვით და ფისტათი: არაჩვეულებრივი სადღესასწაულო კერძი

1265

“გასტრონომია” წარმოგიდგენთ კერძს, რომელსაც შეუძლია თვისა და წლის ნებისმიერი დღე დღესასწაულად აქციოს. ხორცის უზარმაზარი ულუფა, რომელიც ისეთი ნაზი გამოდის, რომ პირში დნება. ღორის ბარკალი ლეღვისა და ფისტას შიგთავსით – გემოების შერწყმის ნამდვილი შედევრია.

სწორ აქცენტებს ამ კერძს შესძენს თაფლის, ბეგქონდარას, ნივრისა და როზმარინის ნაზავის მარინადი. ღვინის სიროფით გაჟღენთილი ლეღვის ჩირი და ფისტა კი საბოლოო აკორდი იქნება. ღორის ბარკალი ცხელ მდგომარეობაში შესანიშნავი მეორე კერძი იქნება, ცივ მდგომარეობაში კი შეუდარებელი ხემსი.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ღორის ბარკალი
  • 250 გრ ლეღვის ჩირი
  • 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 100 გრ ფისტა
  • 150 გრ თაფლი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 მწიკვი ბეგქონდარა
  • 1 მწიკვი როზმარინი
  • 70 გრ ზღვის მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი

მომზადება

  1. შეურიეთ თაფლი, გატარებული ნიორი, სუნელები და მარილი. დაასხით 1 ლიტრი წყალი, მოურიეთ და დადგით ნელ ცეცხლზე. აადუღეთ, შემდეგ გააცივეთ. მიღებულ მარინადში მოათავსეთ ხორცი შედგით მაცივარში 6 საათით.
  2. თასში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ მასა არ განახევრდება. დაუმატეთ ლეღვი, ხარშეთ კიდევ 10 წუთი, ჩაყარეთ ფისტა.
  3. ამოიღეთ მარინადიდან ხორცი, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ჩაჭერით და მოათავსეთ შიგთავსი. შეაერთეთ კუთხეები და გადააბით კულინარიული ბაწარი.
  4. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, დააფარეთ ფოლგა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მოხსენით ფოლგა და კვლავ შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

მზა კერძს ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათები, შეარჩიეთ საყვარელი სოუსიც და მიირთვით გემრიელად. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!