ღომი ფუჩხოლიათი – გემრიელი მეგრული კერძის, სრულყოფილი რეცეპტი სამეგრელოდან

4137

ღომის ინგრედიენტებია: სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი, რომელიც კერძს ხარშვის დროს ემატება. თუ სიმინდის ფქვილი არ გვაქვს, ის შეგვიძლია ბურღულით ჩავანაცვლოთ, 300 გ სიმინდის ფქვილის მაგივრად გამოვიყენოთ 150 გ მანანის ბურღული.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ სიმინდის ღერღილი
  • 300-350 გ სიმინდის ფქვილი
  • წყალი – საჭიროების მიხედვით
  • 300 გ დაფხვნილი იმერული ყველი
  • 1 პატარა კონა დანაყილი პიტნა
  • 500 გ ნედლი ან შებოლილი სულგუნი

მომზადების წესი:

  1. ღერღილი კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში.
  2. გავრეცხოთ ღერღილი ქვაბში ჩავყაროთ და იმდენი წყალი დავახათ, რომ კარგად დაიფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოვაცილოთ.
  3. ქვაბი ცეცხლზე დავდგათ და საშუალო ტემპერატურზე ვხარშოთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი, სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილი დავუმატოთ და ჩავზილოთ.
  4. ცეცხლს დავუწიოთ და ხარშვა გავაგრძელოთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.
  5. იმერული ყველი ავზილოთ პიტნაში, გავაკეთოთ გუნდები დავადოთ ღომს და ღომში ჩახარშულ სულუგუნთან ერთად მივირთვათ.