ღვიძლი კავკასიურად – მართლაც რომ საუკეთესოა!

1275

კავკასიური სამზარეულო სახელგანთქმულია თავისი სანელებლებით, არომატული კერძებითა და მათი შეხამებით ღვინოსთან. კავკასიაში თუ არა აბა სად იციან ცხვრის ხორცის საუკეთესოდ მომზადება? სამწუხაროდ ყველა კავკასიური კერძის მომზადება სახლის პირობებში შეუძლებელია: ხელს გვიშლის სპეციფიკური ინგრედიენტები და დრო.

დღეს ჩვენ მოგიყვებით კავკასიური კერძის შესახებ, რომელიც ძალიან გემრიელია და თან მარტივი მოსამზადებელიცაა. რაც მთავარია მას კავკასიური გემო და სურნელი აქვს. რბილი საქონლის ღვიძლი სურნელოვანი ბალახეულით – თქვენი სუფრის სამშვენისი გახდება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ღვიძლი 400გ
  • ხახვი 2 ცალი
  • შაშკვლამი 20გ
  • ქინძი 20გ
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ჰალაპენიოს წიწაკა 1 ცალი
  • ლორის ცხიმი 100გ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • წიწაკების ნარევი გემოვნებით
  • ხმელი სუნელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ძროხის ცხიმი დაჭერით გრძლად, გაალღვეთ ტაფაზე. ღვიძლს მოაშორეთ კანი, გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. წვრილი ნაჭრები ძალიან მალე შრება.

2.ორიგინალი რეცეპტის მიხედვით უნდა გამოიყენოთ ცხვრის ღვიძლი. თუ იპოვით მას ბაზარში – თამამად აიღეთ. გაფრცვენით ნიორი და დაჭერით. ეს ინგრედიენტები ჯერჯერობით შეინახეთ.

3.საშუალო ზომის ხახვი გაასუთავეთ და დაჭერით ნახევარწრეებად. 10-15 წუთით ჩაალბეთ წყალში: ის დაკარგავს თავის სიმწარეს. ამავდროულად წვრილად დაჭერით მწვანილი, წვრილ რგოლებად დაჭერით ჰალაპენიო.

4.ხახვი ამოიღეთ წყლიდან და დაუმატეთ მწვანილს და ჰალაპენიოს. დაუმატეთ ხმელი სუნელი და მარილი გემოვნებით. სრულიად გამღვალ ცხიმს დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი.

5.როდესაც ტაფაზე მოტავსებული მასა კარგად გაცხელდება მას დაუმატეთ დაჭრილი ღვიძლი და ნიორი. გათიშეთ ცეცხლი და მოთუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში, აუცილებლად ურიეთ.

6.არ დაელოდოთ მის შებრაწვას, დროის გასვლის შემდეგ ღვიძლი შემწვარ ნიორთან ერთად გადმოიტანეთ ცალკე ჯამში. სალათი მოათავსეთ კერძის შუაში, ხოლო ზემოდან მოათავსეთ ღვიძლის ნაჭრები.

ტემპერატურის ცვლილების გამო თქვენ შეიგრძნობთ მწვანილის საოცარ არომატს. კერძს ზემოდან მოასხით, ძირზე დარჩენილი წვენი და გაიტანეთ სუფრაზე, ასევე მოაყარეთ ქინძი და წიწაკების ნარევი. დაამარილეთ გემოვნებით. უნაზესი ღვიძლიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!