როგორ უნდა ჩაანაცვლოთ კვერცხი და რძის პროდუქტები სამარხვო დესერტებში

1540

28 ნოემბერს მართმადიდებელი ქრისტიანებისათვის იწყება 40 დღიანი საშობაო ან მოციქული ფილიპის საპატივცემულო მარხვა. ასე იმიტომ ქვია, რომ ის იწყება სწორედ მოციქული ფილიპის ხსენების შემდეგ დღეს.

2018 წლის 28 ნომბრიდან 2019 წლის 2 იანვრამდე რეკომენდირებულია მარხვა კვერცხის, ხორცის და რძის პროდუქტების გარეშე.

ხორცის გარეშე კერძის მომზადება ზალიან მარტივია, მაგრამ დესერტის წარმოდგენა კვერცხისა და რძის პროდუქტის გარეშე ძალიან უჩვეულოა. მაგრამ არსებობს ხერხები, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი დესერტები მარხვის დაურღვევლად. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ამ ხერხების შესახებ.

რითი შეგიძლიათ შეცვალოთ კვერცხი

კვერცხი ქმნის ცომის სტრუქტურას და ის პრაქტიკულად ერთადერთი ინგრედიენტია, რომელიც შეიცავს ნატურალურ შემადედებლებს და გამაფხვიერებლებს (ცხიმი და ემულგატორები). ამას გარდა კვერცხის ათქვეფით თქვენი ცომი მდიდრდება ჟანგბადით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კვერცხის შემცვლელი პროდუქტები შემადედებლის როლში

1.ჩაის კოვზ მანის დაუმატეთ სუფრის კოვზი სოდა. ეს მასა ჩაანაცვლებს 1 კვერცხს.

2.სუფრის კოვზი სელის თესლი და 3 სუფრის კოვზი წყალი. მოურიეთ და მოათავსეთ ამოსაფუებლად მაცივარში 15 წუთით. გამოგივათ “სელის კვერცხი”

3.თუ რეცეპტის მიხედვით გესაჭიროებათ 2 ცალი კვერცხი, მაშინ ისინი ჩაანაცვლეთ დამწიფებული ბანანით. 2 კვერცხის ჩასანაცვლებლად დაგჭირდებათ 110-120გ ბანანი. ათქვიფეთ ბანანი ბლენდერში მცენარეულ ზეტთან ერტად და თავად დარწმუნდებით ამ მასის მდგრადობაშ.

4.სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელს დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5.ორ სუფრის კოვზ შვრიას დაუმატეთ 2 სუფის კოვზი წყალი. ცომში დამატებამდე შვრია გაჟღინთეთ წყლით.

ზოგიერთ შემთხვევაში კვერცხი საჭიროა იმისათვის, რომ დესერტი მიიღოთ უფრო ჰაეროვანი.

კვერცხის შემცვლელი გამაფხვიერებლის როლში

1.ჩაის კოვზი სოდა და სუფრის კოვზი ძმარი. სოდას მოასხით ძმარი და რაც შეიძლება სწრაფად დაუმატეთ ცომს.

2.ორი სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი, 2 სუფრის კოვზი წყალი და სუფის კოვზი მცენარეული ზეთი. ცომის მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ხოლო წყალი და ზეთი – თხევადებს.

3.კვერცხის ცილას არაფრით არ ჩამოუვარდება – პარკოსნების მომზადების დროს (ბარდა, ოსპი, ლობიო,). მისი მთავარი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხის მსგავსად კარგად ქაფდება და ფუვდება.

ამ სითხისაგან შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან გემრიელი ვეგეტარიანული მაიონეზი, ბეზე, სუფლე, მუსი, ფრანგული მაკარონი, ჰაეროვანი ბისკვიტები, ათქვეფილი ნაღები, და ყავის ქაფი.

რითი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ რძის პროდუქტები და მაიონეზი.

კარაქის დამსახურებით ცომი გამოდის მოცულობითი, სველი და ფენოვანი. მაგალითად ფხვიერი ცომი, ხდება ხრაშუნა ორთქლის წყალობით, რომელიც წარმოიქმნება კარაქიდან წყლის აორთქლებით. ყველაზე კარგი შემცვლელი კარაქისათვის არის მარგარინი, ის ძალიან კარგად ერწყმის გამაფხვიერებელს.

ვეგეტერიანული არაჟნის მომზადება შეგიძლიათ ბრინჯით, ლიმონის წვენით, მარილით და მცენარეული ზეთით. ამისათვის მოხარშეთ ბრინჯი, მარილი ლიმონის წვენი და ბრინჯი ათქვიფეთ ბლენდერში, თქვეფის პროცესში თანდათათან დაუმატეთ მცენარეული ზეთი. ჭიქა ბრინჯს სჭირდება სუფრის კოვზი ლიმონის წვენი,1/4 ჭიქა მცენარეული ზეთი სუნის გარეშე და სუფრის კოვზი მარილი.

სამარხვო არაჟნის მომზადება შეიძლება ჭიქა მზესუმზირის მარცვლებით, ჭიქა გაფილტრული წყლით, ჩაის კოვზი მარილით და სუფრის კოვზი ლიმონის წვენით. მომზადებამდე 6-12 საათით ადრე მზესუმზირის მარცვლები დაალბეთ. ამ დროის განმავლობაშ მზსუმზირი მარცვლები დარბილდებიან და ამოფუვდებიან.

შემდეგ ყველა ინგრედიენტები ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ასეთი არაჟანი არის ძალიან გემრიელი და სასარგებლო, რაც მთავარია მასზე ვაერავინ ვერ იტყვის უარს.

სინამდვილეში არსებობს ძალიან ბევრი ინგრედიენტი, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად ჩაანაცვლონ კვერცხი და რძის პროდუქტები. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფანტაზია და ცოტა გამბედაობა, რათა გამოცადოთ ეს ინგრედიენტები და აირჩიოთ მათგან საუკეთესო.