ღვეზელებს ყოველთვის საფუვრის გარეშე ვამზადებ. ფიგურისთვის ნაკლებად საზიანო და არნახულად გემრიელია

1615

თუ მაცივარში მცირეოდენი კეფირი შემოგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის გადაღვრას. დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ, თუ როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი და არომატული ღვეზელები კეფირით მინიმალურ დროში, თანაც მინიმალური ძალისხმევით.

ყველაზე სასიხარულო სწორედ ის ფაქტია, რომ ღვეზელებისთვის ცომის მოსამზადებლად თქვენ საფუვრის გამოყენება არ დაგჭირდებათ. ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ არ მოგიწევთ საათობით ლოდინი იქამდე, სანამ ცომი კარგად არ ამოვა.

უგემრიელესი ღვეზელები კეფირზე

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 1 ჩაის ჭიქა კეფირი
  • 4 ჩაის ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შიგთავისთვის:

  • 0,5 კგ ქათმის ფარში
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება: 

1. პირველ რიგში, მოამზადეთ შიგთავსი. ქათმის ფარშში ჩაამატეთ მარილი და პილპილი, კარგად გადაურიეთ.

2. ღრმა თასში ჩაასხით კეფირი და დაამატეთ საჭმელი სოდა. მას შემდეგ, რაც რეაქცია დამთავრდება (ქაფი, რომელიც ამ ორი ინგრედიენტის შერევისას წარმოიქმნება, გაქრება), ჩაამატეთ ნარევში შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი და კვერცხი. კარგად ათქვიფეთ მასა.

3. მუდმივი მორევის პირობებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი. როდესაც ფქვილის ბოლო ულუფას ჩაამატებთ, ურიეთ ნარევს კიდევ რამდენიმე წუთით. თქვენ მიიღებთ ძალიან რბილ, ჰაეროვან და ფაფუკ ცომს.

4. ცომის გუნდა დაყავით თანაბარი ზომის ბურთებად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ საშუალო სისქემდე, მოათავსეთ ზედ შიგთავსი და შეკარით ღვეზელი.

5. ღვეზელს კუთხეები კარგად დაუფიქსირეთ, რათა შეწვის პროცესში ის არ დაიშალოს. თითოეული ღვეზელი კარგად დაბრაწეთ მზესუმზირის ზეთში. სანამ ამ უგემრიელეს ღვეზელებს სუფრაზე მიიტანდეთ, სულ მცირე დროით დააყოვნეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა ხელსახოცებმა ჭარბი რაოდენობით ზეთი გამოიწოვოს.

როგორც ხედავთ, ეს ძალიან მარტივი გზაა მინიმალურ დროში ძალიან გემრიელი და არომატული ღვეზელების მოსამზადებლად. ყოველთვის, როდესაც ოჯახის გასამაპინძლებლად დრო არ მყოფნის, დახმარებისთვის ამ რეცეპტს მივმართავ და ყველა ბედნიერია. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!