ქათმის ღვიძლი ბოშა ქალის რეცეპტით. უნაზესი ყოველდღიური კერძი

425

ქათმის ღვიძლს ბევრი არ აფასებს, არადა შედარებით იაფი პროდუქტი დელიკატესად შეგიძლიათ აქციოთ. საკმარისია, ცოტა ხნით რძეში ჩაალბოთ და არაჟანი–კაკლის სოუსში მოამზადოთ. ქათმის ღვიძლი ბოშური მეთოდით საფირმო კერძია, რომლის გამეორებას ოჯახის წევრები მოგთხოვენ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გარწმუნებთ, რომ ამ რეცეპტით მომზადებული ღვიძლი არა მხოლოდ გამოუცდელ დიასახლისს გამოუვა, არამედ მათ, ვისაც ნებისმიერი სუბპროდუქტის მომზადების ეშინია. ღვიძლის თითოეული ნაჭერი უნაზესი, რბილი და პირში მდნობი გამოდის. საწებელი ნაღების გემოთი და სასიამოვნო მუსკატის ნოტებით გამოირჩევა. სასიამოვნო კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!

ქათმის ღვიძლი ბოშურად: როგორ და რასთან ერთად მივირთვათ

ამ უნაზეს ღვიძლს არაჟანი–კაკლის სოუსში მდიდარი გემო და არომატი აქვს. ღვიძლი საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია, რომელიც ახალ ბოსტნეულთან და მწნილთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ. გარნირიდან ქათმის ღვიძლს იდეალურად ეთავსება გამომცხვარი კარტოფილი ან წიწიბურას ფაფა. და ბოლოს, კერძის ახალი მწვანილით გაფორმება არ დაგავიწყდეთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გ ქათმის ღვიძლი
  • 100 მლ რძე
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 180 მლ არაჟანი
  • 1 ჩ/კ თავშავა
  • 80 გ ნიგოზი
  • 1 ხახვი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1,5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ნიგოზი დააბლენდერეთ. ღვიძლი პატარა ნაჭრებად დაჭერით და რძეში 1 საათი ჩაალბეთ.

2. ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ღვიძლიდან რძე გადაწურეთ და პროდუქტი ტაფაზე ხახვს დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ერთად რამდენიმე წუთი შეწვით.

3. ღვიძლი ცეცხლიდან გადმოდგით და „დასვენება“ აცადეთ. ამ დროში ფქვილი მსუბუქად შეწვით, დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ, რამდენიმე წუთში – არაჟანი.

4. აურიეთ. 20 მლ წყალი ჩაასხით. მარილი, წიწაკა, ხმელი თავშავა და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ.

5. ღვიძლი სოუსში ჩააწყვეთ და 5 წუთი საშუალო ცეცხლზე ერთად ჩაშუშეთ. თავსახური დაახურეთ.

სტუმრები ამ კერძს რესტორნულ დახვეწილობას შეადარებენ. ბავშვები, რომელთაც სუბპროდუქტები ნაკლებად უყვართ, ნამზადს დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.