ქათმის ღვიძლის “დრობი”

1636

გადავხედეთ რეცეპტებს და მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქვეყნის კულტურას და სამზარეულოს ძალიან ირიბად ვიცნობთ. მერწმუნეთ ამით ძალიან ბევრს ვკარგავთ.

დრობი – რუმინეთის ტრადიციული კერძია, რომელიც ტრადიციული მეთოდის მიხედვით მზადდება ცხვრი ხორცით, ბოსტნეულით და კვერცხით. ეს კერძი გარეგნობით ძალიან გავს, ღუმელში გამომცხვარ რულეტს. რეცეპტის ჩვენებური ვერსია განსხვავდება ორიგინალისგან.

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი 450გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • თეთრი კომბოსტო 200გ
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • არაჟანი 100მლ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.ხახვი გაასუფთავეთ ქერქისგან და წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხოლო კომბოდტო კი დანით დაჭერით. ხახვი შეწვით ზეთიან ტაფაზე.

2.შემდეგ, ტაფაზე არსებულ მასას დაუმატეთ სტაფილო. მოთუშეთ 1 წუთი და დაუმატეთ კომბოსტო. კარგად მოურიეთ და ცეცხლზე დატოვეთ 5 წუთით. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით. ღვიძლი მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით.

4.კვერცხს დაუმატეთ არაჟანი, მარილი და ათქიფეთ. ამ მასას დაუმატეთ ფქვილი. დაიყვანეთ ერთგვაროვან მასასმდე. ღვიძლს დაუმატეთ ხახვი, კომბოსტო სტაფილოსთან ერთად, ხახვი და კვერცხი.

5.კაერძს მარილი მოაყარეთ თქვენი გემოვნებით. სილიკონის ფორმა დაამუშავეთ ზეთით, მასში მოათავსეთ, მზა ცომი.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ დაჭერით და დააგემოვნეთ.

“დრობი” მაგიდაზე მოათავსეთ ხახვთან, მწვანილთნ, სოუსთან და მწნილ კიტრთან ერთად.