ქათმის ფილე ნაღების სოუსში და წიწაკით. ამ რეცეპტის გამო დიეტის ერთი დღით დარღვევა ცოდვა არაა

1253

ქათმის ფილეს ეს რეცეპტი წარმოუდგენელი სიმარტივით და მცირე ინგრედიენტებით გამოირჩევა. რეცეპტი ნებისმიერი ზომის საფულის და კულინარიული ოსტატობის დონის მქონე ადამიანს გამოადგება.

კერძი ძალიან სწრაფად მზადდება, ამიტომ არა ერთხელ გიშველით, როცა სტუმრების ან ოჯახის სწრაფად გამასპინძლება გჭირდებათ ან როცა რთული კერძების მოსამზადებლად ძალა ან დრო არ გაქვთ.

ქათმის ფილე ნაღების სოუსში

ინგრედიენტები:

  • 20 გრ კარაქი
  • 1 ქათმის მკერდი (ფილე)
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 3 ტოტი კამა
  • 2 ტოტი ოხრახუში
  • მარილი

მომზადება:

1. ხახვი წვრილ კუბებად დაჭერით, ქათმის ფილე – ჩხირებად, წიწაკა – ზოლებად.

2. ტაფაზე კარაქი გააცხელეთ, ხახვი დაუმატეთ და ოდნავ შეწვით.

3. დაჭრილი ქათმის ფილე დაუმატეთ, 3-5 წუთში წიწაკა დაუმატეთ და გემოვნებით მარილი მოაყარეთ. 2-3 წუთით თუშეთ.

4. ნაღები დაასხით, ტენს ოდნავ აორთქლება აცადეთ. მწვანილი მოაყარეთ და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით! თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.