ქათმის ფილე კარაქში და მდოგვში

1272

ჩვენი რედაქცია გიზიარებთ უამრავ რეცეპტს, რომელთაგანაც უმეტესობა სწორი კვების პრინციპებს შეესაბამება. ჩემი აზრით აბსოლიტურად მავნე საჭმელი არ არსებობს, უბრალოდ ყველაფერი უნდა მივირთვათ ზომიერად.

დღევანდელი რეცეპტი – კიდევ ერთ ჯანსაღ კერძს შეეხება (არა დაბალკალორიულს). მთავარი ინგრედიენტი – ქათამია! სასარგებლო ქათმის ფილე იძენს საოცარ გემოსა და არომატს თუ მას მოამზადებთ საოცარ სოუსთან ერთად. მეტი სისრულისთვის გამოვიყენოთ ბეკონის ნაჭრები, რომელიც ფილეს მიანიჭებს განუმეორებელ გემოს.

რჩევა ინგრედიენტების შესახებ. მარინადისთვის გამოიყენეთ ზომიერად მწარე მდოგვი, შეარჩიეთ ნაზი გემოს მქონე თაფლი: ცაცხვის ან ყვავილოვანი (წიწიბურის არ გამოგადგებათ, რადგან ის ძალიან გაასქელებს მთლიან მასას). გამოიყენეთ საშუალოდ ცხიმიანი ნაღები: 15-20% იდეალურია. მათ მომზადებას გირჩევთ სქელ ქვაბში: ასეთი ჭურჭელი სითბოს უკეთ ანაწილებს.

ინგრედიენტები

  • ნიორი 2 კბილი
  • თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • მდოგვი 3 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ქათმის ფილე 800გ
  • ბეკონი 100გ
  • ნაღები 200მლ
  • მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1.მოვამზადოთ მარინადი. გაასფთავეთ და დაჭერით ნიორი, დაუმატეთ თაფლი, მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ. მარინადი მოასხით მზა ქათმის ფილეს, დატოვეთ მინიმუმ 1 საათით, მაგრამ უმჯობესია გააჩეროთ მთელი ღამით.

2.ბეკონის ნაჭრები შეწვით ტაფაზე, დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

3.გამოყოფილ ცხიმში შეწვით ქათმის ფილე (4-4 წუთი ორივე მხრიდან). მარინადში ჩაასხით ნაღები. მოათუშეთ თავდაფარებული 15 წუთით. მოაყარეთ ოხრახუში, ბეკონი და მიირთვით.

ეს მშვენიერი კერძი ძალიან უხდება ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს (გამოაცხვეთ ზეთის გარეშე). მოამზადეთ და ისიამოვენთ.