ქათმის საცივი – ქართული კერძი!

286

ინგრედიენტები

  • ქათამი ან ინდაური 2კგ
  • გასუფთავებული ნიგოზი 0,5კგ
  • 7 კბილი ნიორი
  • 3 კოვზი მწარე აჯიკა
  • 2 ჩაის კოვზი სანელებლები საცივისთვის
  • 1 ჩაის კოვზი შაფრანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. პირველ რიგში დაჭერით ქათამი საშუალო ნაჭრებად და გამოაცხეთ ღუმელში, უმჯობესია მოაშოროთ ძვალი.
  2. საოცარი სოუსის მოსამზადებლად, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ნიგოზი. ის უნდა იყოს ღია ფერის და არა მუქი. გაასუფთავსეთ ნიგოზი და მოამზადეთ პასტა.
  3. პასტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ბლენდერი ან ხორცსაკეპი.
  4. რამოდენიმეჯერ დააქუცმაცეთ ნიგოზი.
  5. ამ მასისგან უნდა მოვამზადოთ ნიგვზის ზეთი. თქვენ დაგჭირდებათ: 3 სუფრის კოვზი ნიგოზი, 1 ჩაის კოვზი მწარე აჯიკა, 6-7 კბილი ნიორი.
  6. ეს ინგრედიენტები რამდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში, მიღებული მასა მოათავსეთ მარლაზე და გამოწურეთ. გამოწურული მასა დააბრუნეთ ნიგზისა და ნივრის მასასთან.
  7. გამოტარებულ ნიგოზს დაუმატეთ ქლ ცხელი წყალი. თქვენ უნდა მიიღოთ კეფირს მსგავსი სოუსი.
  8. სოუსს დაუმატეთ სანელებლები, რომლებიც უნდა გახსნათ ცხელ წყალში. ქათამი მოათავსეთ მიღებულ სოუსში.
  9. დაელოდეთ 3-4 საათი, მოასხით ნიგვზის ზეთი და დააგემოვნეთ,

გემრიელად მიირთვით!