ქათმის რულეტი ანანასის და ყველის შიგთავსით: უბრალოდ დაახვიეთ და გამოაცხვეთ

452

თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხორცი ფრანგულად მოამზადოთ ან ცოტა ფანტაზია გამოიჩინოთ და ძალიან გემრიელი და არომატული რულეტები ანანასის შიგთავსით გამოაცხოთ. ასეთი რულეტი ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ კერძი სადღესასწაულო მენიუში ჩართოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 100 გრ ანანასი
  • 100 გრ ყველი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ საფანელი
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები, მწვანილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ხორცი მოამზადეთ – ულუფებად დაჭერით, დაბეგვეთ ისე, რომ ხორცის ფირფიტის რულეტივით დახვევა შეძლოთ.
  2. ხორცს მარილი, წიწაკა, სანელებლები გემოვნებით მოაყარეთ და ნარევი კარგად წაუსვით. 1 საათით დასამარინადებლად მაცივარში შეინახეთ.
  3. ანანასი პატარა ნაჭრებად დაჭერით, ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, მწვანილი დაჭერით. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
  4. ახლა შიგთავსი ხორცს დაუმატეთ და რულეტივით დაახვიეთ.
  5. კვერცხი, მარილი და წიწაკა ათქვიფეთ.
  6. რულეტები კვერცხის მასაში ამოავლეთ, შემდეგ ყველა მხრიდან საფანელში ამოავლეთ.
  7. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და რულეტები გადაიტანეთ.
  8. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით აცხვეთ.
  9. სუფრაზე სხვადასხვა გარნირთან და ახალი ბოსტნეულის სალათებთან ერთად გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!