ღვიძლის კატლეტები – რჩევები ნამდვილ დიასახლისებს!

932

ღვიძლისგან მომზადებული კერძები ხშირად ძალიან იჩაგრებიან. დიასახლისისთვისაც რთულია ღვიძლთან მუშაობა, რადგან ის ძალიან სათუთი ინგრედიენტია.

მე ძალიან მიყვარს ღვიძლის კატლეტები ლორით. დღეს ამ კერძის მომზადებას გასწავლით!

ინგრედიენტები

  • 750გ საქონლის ღვიძლი
  • 200-250გ ლორი
  • 1-2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 1-2 ხახვი
  • 100გ არაჟანი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ღვიძლი. ლორი და ღვიძლი გაატარეთ ხორცსაკეპში. დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ ფარშს. კარგად მოურიეთ.

2.თუ ნაკლებ მარილიან ლორს იყენებთ, მაშინ ფარშს მარილი თქვენი გემოვნებით მოაყარეთ. თუ პირიქითაა, მაშინ მარილი საჭირო არ არის. ფარშს დაუმატეთ სოდა, საყვარელი სანელებლები და ფქვილი. კარგად მოურიეთ.

3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან.

4.მოვამზადოთ სოუსი. დააქუცმაცეთ ხახვი და მოთუშეთ. დაუმატეთ არაჟანი, მოთუშეთ 2-3 წუთი.

5.მზა კატლეტები მოათავსეთ ღრმა ქვაბში. მოასხით არაჟნის სოუსი და მოთუშეთ თავდახურული 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!