ქათმის კატლეტები ღუმელში

773

დიეტაზე მყოფები ხშირად ეძებენ განსხვავებულ დიეტურ რეცეპტებს, რადგან ყოველთვის ბოსტნეულის ჭამა მომაბეზრებელია.

თუ საქონლის ხორცს ქათმით ჩაანაცვლებთ და კატლეტებს მოამზადებთ, თქვენ გემრიელი და ამავდროულად დიეტურ კერძს მიიღებთ. ქათმის ფილე დიეტური პროდუქტია, ხოლო თუ არ შეწვავთ და გამოაცხობთ მას, მაშინ ის 100% შეინარჩუნებს ამ თვისებას.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 0,5კგ
  • ყვავილოვანი კომბოსტო 0,5კგ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 30მლ
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით ქათმის ფილე, ხახვი და კომბოსტო.
  2. ეს პროდუქტები გაატარეთ ხორცსაკეპში. ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ.
  3. ფორმას წაუსვით ცხიმი.
  4. ხელი დაისველეთ ცივ წყალში და მიეცით ფარშს კატლეტების ფორმა.
  5. გამოაცხეთ 20-30 წუთი 220 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!