ქათმის კატლეტები საოცარი არომატით!

765

ამ კერძს ძალიან სწრაფად და მარტივად ვამზადებ. ბავშვებს ამ კერძის დამსახურებით ძალიან შეუყვარდათ ქათმის ხორცი, რაც ძალიან მახარებს.

სამზარეულოში საოცარი არომატები ტრიალებს!

აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 800გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შვრიის ფანტელი 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • მარილი, ბაზილიკი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხორცი და დააბლენდერეთ.

2.დაუმატეთ კვერცხი, შვრიის ფანტელი, ხახვი, გახეხილი ბადრიჯანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ბაზილიკი, წიწაკა და კარგად ათქვიფეთ.

3.ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა და შეწვით ორივე მხრიდან.

4.კატლეტები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი და მოთუშეთ.

გემრიელად მიირთვით!