ქათმის გულ-მკერდი რძეში: იდეალური კერძი წონაში დაკლების მსურველებისთვის

1352

როდესაც წონაში დაკლება გვსურს, მენიუში აუცილებლად ვამატებთ ქათმის გულ-მკერდს, რადგან ეს გახლავთ ქათმის დაბალკალორიული ნაწილი, რომელსაც ორგანიზმი კარგად ითვისებს. დაამატეთ ამას  მინერალური ნივთიერებების მთელი რიგი, ასევე B ვიტამინის სასარგებლო მინარევები და მიიღებთ ცხოველური წარმოშობის დიეტურ კერძს. მისი მომზადება სხვადასხვაგვარად შეიძლება, მაგრამ რძეში მომზადებული ყველაზე სასარგებლოა.

თუ ქათმის მონოდიეტას დაიცავთ, ხორცი დღეში 6-ჯერ უნდა მიირთვათ ახლად დაწურულ წვენებთან, მინერალურ წყალთან და მწვანე ჩაისთან. დაახლოებით 1 კვირაში მიიღებთ შედეგს. მაგრამ თუ მკაცრი დიეტების მომხრე არ ხართ და უბრალოდ გსურთ სწორად იკვებოთ, მიჰყევით ჩვენს რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ქათმის გულ-მკერდი
  • 700 მლ რძე
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი, სუნელები გემოვნებით

მომზადება

1. წაუსვით ხორცს მარილი, პილპილი და სუნელები.

2. აადუღეთ რძე ემალირებულ ქვაბში, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ.

3. მოათავსეთ რძეში ქათმის გულ-მკერდი, ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

4. მოხსენით ქვაბი ცეცხლიდან, შეახვიეთ პირსახოცში და დადგით 2 საათით.

5. ამოიღეთ ხორცი რძიდან, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, შეახვიეთ ფოლგაში და შეინახეთ მაცივარში 2 საათით.

ყველა სასარგებლო ნივთიერების შესანარჩუნებლად, მიირთვით ხორცი ახალ ან მოთუშულ ბოსტნეულთან, მწვანილთან და დიდი ოდენობით წყალთან. თუ კვების ამ რეჟიმს დაიცავთ, სულ რაღაც ერთ კვირაში შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!