ქათმის ბურთულები ნაღებისა და ყველის სოუსში: ნაზი, სწრაფი და უგემრიელესი კერძი

1665

სიმართლე გითხრათ, ღორის ხორცის კატლეტების და სხვა ცხიმიანი კერძების მოყვარული არ ვარ, ყოველთვის ქათამი, უფრო სწორედ, ქათმის ფილე მერჩივნა. საკმაოდ წვნიანი და ნაზი ხორცი, რომლისგანაც უამრავი კერძის მომზადება შეიძლება.

ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი კი ქათმის ბურთულებია ნაღების სოუსში. ამ კერძის რეცეპტი ძალიან მარტივია, შედეგად კი არომატულ, ნაზ და მსუბუქ კერძს იღებთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 1 ც ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 200 მლ ნაღები
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ოდნავ დაბეგვეთ ფარში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, კვერცხი და სუნელები.

2. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ქათმის ფარშის ბურთულები და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

3. გახეხეთ ყველი, შეურიეთ გატარებული ნიორი, დაუმატეთ ნაღები და მოურიეთ.

4. გამოიღეთ ღუმელიდან ბურთულები, სათითაოდ მოასხით სოუსი და კვლავ შედგით 15-20 წუთით.

მიირთვით მზა ბურთულები ცხარე ტომატის სოუსთან, გამომცხვარ ბოსტნეულთან ან სალათთან. ამ კერძით ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!