ქათმის „ბომბები“ ბოსტნეულის შიგთავსით. როგორ მოვამზადოთ გემრიელად

368

ქათმით და ბოსტნეულით მომზადებული ვახშამი არა მხოლოდ გემრიელი და ლამაზი, არამედ ძალიან სასარგებლოა. დიეტური ცილის და სხვადასხვა ვიტამინის კომბინაცია, კერძს გემრიელს და დაბალანსებულს ხდის. ქათმის „ბომბები“ უფრო საინტერესოა, ვიდრე კატლეტი ან ცალკე გამომცხვარი ქათამი და გარნირი.

ბოსტნეულით ფარშირებული ქათმის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. კერძი მორთული და არომატული გამოდის. სადღესასწაულო სუფრაზე პირდაპირ ფორმით შეგიძლიათ გაიტანოთ. სტუმრები იფიქრებენ, რომ უბრალოდ კატლეტია, სანამ „ბომბებს“ არ გაჭრიან. აი, სიურპრიზი!

როგორ მოვამზადოთ ქათმის „ბომბები“ ბოსტნეულის შიგთავსით

ქათმის „ბომბებს“ პომიდვრის სოუსი წარმატებით ავსებს. ქათამს კარაქიც იდეალურად ეთავსება. სწორედ ამიტომ, ნაღების ან არაჟნის საკაზმი შეგიძლიათ მოამზადოთ. გარდა ამისა, სხვადასხვა სანელებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები:

  • 750 გ ქათმის ფილე
  • 2,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ კარი
  • 2 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 250 გ სტაფილო
  • 200 გ ხმელი ყველი
  • 20 გ პომიდვრის პასტა
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ჩ/კ პიტნა
  • 2 ჩ/კ პაპრიკა
  • 750 გ კარტოფილი
  • 0,5 ჩ/კ ჩილის წიწაკა
  • 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 200 მლ წყალი
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე კუბებად დაჭერით და დააბლენდერეთ.

2. ბულგარული წიწაკა, ოხრახუში და ნიორი ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. ბოსტნეულის ნარევი ქათმის ფარშს შეურიეთ.

3. ქათმის ნარევს 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ შავი წიწაკა, პაპრიკა, კარი და 1 ჩ/კ პიტნა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ფირი დააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

4. კარტოფილი და სტაფილო გათალეთ, მომზადებამდე მოხარშეთ და მსხვილად გახეხეთ. 0,5 ჩ/კ მარილი, ჩილის წიწაკა, 1 ჩ/კ შავი წიწაკა, პიტნა და 100 გ ხმელი ყველი დაუმატეთ და აურიეთ.

5. წყლით დასველებულ პარკზე კოვზი ფარში გადაიტანეთ, გააბრტყელეთ და პატარა ღრმა თეფშზე დადეთ.

6. ჩაღრმავებაში ყველი–ბოსტნეულის შიგთავსი ჩადეთ და დარჩენილი ფარში დააფარეთ.

7. საცხობ ფორმას 3 ს/კ ზეითუნის ზეთი წაუსვით და „ბომბები“ გადაიტანეთ.

8. პომიდვრის პასტა, დარჩენილი მარილი, ზეითუნის ზეთი და წყალი აურიეთ, რომ მოსასხმელი მოამზადოთ.

9. ქათმის „ბომბებს“ დაასხით. 180 გრადუსზე 30-35 წუთით აცხვეთ.

10. მზა „ბომბებს“ დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ და კერძი 10 წუთით ღუმელში დააბრუნეთ.

თუ გსურთ, რომ ოჯახი გემრიელი ვახშმით გაახაროთ, ქათამი ბოსტნეულით და ყველის ქუდის ქვეშ აუცილებლად მოამზადეთ. კერძს მარტივი გარნირი იდეალურად შეავსებს. მაგალითად, მოხარშული წიწიბურა, ბრინჯი, ბურღული ან ფეტვი.