ფუმფულა კატლეტები პურის გარეშე

849

თუ ყოველ დილით მოგბეზრდათ შვრიის ფაფის მირთმევა საუზმეზე, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად დაგეხმარებათ.

15-20 წუთი დაგჭირდებათ ამ კატლეტების მოსამზადებლად. მე ბავშვებს ხშირად ვატან სკოლაში, მათ ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • 100გ მანანის ბურღული
  • 400მლ რძე
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი საფანელი
  • 2 სუფრის კოვზი მცენრეული ზეთი

მომზადება

1.მოხარშეთ სქელი მანანის ფაფა. ამისათვის რძე ჩაასხით საშუალო ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარგად მოურიეთ.

ქვაბი მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ნელ-ნელა მოაყარეთ მანანის ბურღული, ურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.

2.ფაფა მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ფაფა. ამასობაში ცალკე ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი.

ოთხაის ტემპერატურის ფაფას დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.

3.ხელი დაისველეთ წყლით, დააბურთავეთ ფაფის მასა.

4.მიღებული ბურთულა ამოავლეთ საფანელში.

5.კატლეტები მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით მცენარეულ ზეთში.

გემრიელად მიირთვით!