ფორთოხლის მურაბა – ზამთარში ამაზე სასარგებლოს და არომატულს ვერაფერს მოამზადებთ!

3358

მურაბის მოსახარშად გამოიყენება სპეციალური თათბერ-სპილენძის ტაშტი, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მომინანქრებული ჭურჭელი, მხოლოდ მინანქრით არსად არ უნდა იყოს დაზიანებული, მჟავე ხილის წვენი და ტყვია (რომელიც მინანქარშია) გამოიწვევს ტყვიის ავადმყოფობას, რაც ადამიანის ორგანიზმისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. სამურაბე ხილი უნდა იყოს ახალი, მწიფე და  გადაუმწიფებელი.

გასტრონომია დღეს ფორთოხლის მურაბის რეცეპტს გთავაზობთ. დამერწმუნეთ ამაზე გემრიელს და არომატულს და სასარგებლოს  ვერაფერს მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი – 2 კილოგრამი
  • შაქარი – 3 ½  კილოგრამი
  • წყალი -6 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი: 

  1. ფორთოხალი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ამოვაცალოთ თესლი. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფორთოხალს ფარავდეს, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ლიმონის კანი საკმაოდ არ დარბილდება. შემდეგ ფორთოხლის ნაჭრები ამოვიღოთ ქაფქირით, დავაწყოთ ღრმა თეფშზე, ზემოდან მეორე თეფში დავახუროთ და დავდგათ თბილ ადგილას რამდენიმე საათით გასაცივებლად.
  2. შემდეგ ფორთოხლის ნაჭრები ჩავაწყოთ შუშის ქილაში.
  3. სიროფი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: თითოეულ კილოგრამ ფორთოხალზე 1 ½ კილოგრამი შაქარი და 2 ½   ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც იხარშებოდა ფორთოხლის ნაჭრები.
  4. ვადუღოთ სიროფი 10 წუთი. შემდეგ გავაცივოთ და დავასხათ ქილაში ჩაწყობილ ფორთოხლის ნაჭრებს.
  5. მეორე დღეს სიროფი გადმოვასხათ, ვადუღოთ 10 წუთი, გავაცივოთ და კვლავ დავასხათ ქილაში ჩაწყობილ ფორთოხლის ნაჭრებს.
  6. მესამე დღეს გავიმეოროთ იგივე, მხოლოდ ქილებში ჩასხმული სიროფი უფრო თბილი უნდა იყოს.
  7. როდესაც გაცივდება, მოვუკრათ ქილებს თავი და შევინახოთ.