ფაფუკი ორცხობილა, რომელიც პირში ლღვება

659

ძალიან მიყვარს ჩაისთან ტკბილეულის მირთმევა, მაგრამ ვცდილობ ნაყიდი დესერტებით არ ვიკვებო. მირჩევნია სახლში მოვამზადო და ვიცოდე რას ჭამენ ჩემი შვილები.

ინგრედიენტები

  • 250გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი (ცომისთვის)
  • 2 სუფრის კოვზი შაქარის ფხვნილი (დესერზე მოსაყრელად)
  • 2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 80მლ მცენარეული ზეთი
  • 4 სუფრის კოვზი სახამებელი
  • ვანილი
  • 400-420გ ფქვილი

მომზადება

1.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ზეთი. ათქვიფეთ მიქსერით.

2.დაუმატეთ სახამებელი, ლიმონის წვენი და ისევ ათქვიფეთ.

3.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი ხელით.

4.ცომი გაყავით3 ნაწილად. თითოეულს მიეცით ძეხვის ფორმა დადაჭერით. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.

5.გამოაცხეთ 180 გრადისზე 15 წუთი. ამოავლეთ შაქრის ფხვნილში.

გემრიელად მიირთვით!