ფაფუკი ბლინები ამერიკულად: იდეალური საუზმე საყვარელი ადამიანებისთვის

3871

ბლინები – შესანიშნავი კერძია, რომელიც შეგიძლია მიირთვა ან შიგთავსთან,უბრალოდ არაჟანთან ან მურაბასთან. საბედნიეროდ, ყოველ დიასახლისს შეუძლია გაამდიდროს თავისი რეცეპტების სია სხვადასხვა ვარიანტებით, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან შემოვიდა.

სწორედ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს – ამერიკული ფაფუკი ბლინები ნაღების ცომით – გურმანებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ერთხელ მომზადების შემდეგ, ასეთი ბლინები ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 500 მლ ნაღები
  • 300 გრ ფქვილი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • ვანილინი გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • დარიჩინი გემოვნებით
  • ნეკერჩხლის სიროფი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი, სოდა, დარიჩინი და ვანილის შაქარი.
  2. როდესაც მასა გასქელდება, დაუმატეთ ნახევარი ნაღები და ნახევარი ფქვილი. კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები.
  3. ფრთხილად შეურიეთ მასაში ათქვეფილი ცილა. დაასხით ცომი გახურებული ტაფის ცენტრში და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.

ფაფუკი ბლინი მიირთვით კენკრის ჯემთან ან მურაბასთან, მოადუღეთ ჩაი და დატკბით იდეალური საუზმით, რომელიც შესანიშნავი დღის საწინდარი გახდება. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!