ფელამუში – ყველაზე გემრიელი ქართული ტკბილეული

4775

ყურძენი და მისგან დამზადებული ტკბილი წვენი ანუ ბადაგი ქართული დესერტების მოსამზადებლად გამოიყენება. ფელამუში ბადაგისგან დამზადებული ტკბილეულის – თათარის – დასავლური, მსუბუქი და მომჟავო ვერსიაა.

მასალა: 

  • ბადაგი (ყურძნის წვენი, შესანახად მოდუღებული) – 1 ლ
  • პურის ფქვილი – 100 გ
  • სიმინდის ფქვილი – 100 გ
  • გასაფრომებლად:
  • ნიგოზი ან თხილი – 100 გრ

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ თასში სიმინდის ფქვილი, პურის ფქვილი და კარგად აურიეთ. ბადაგი შეათბეთ და დაახლოებით 1/4 დაასხით ამ ფქვილოვან მასას. ურიეთ ხელის სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაამატეთ დარჩენილი ბადაგი და ისევ მოურიეთ.
  2. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ. გამუდმებით ურიეთ. კარგად შესქელების შემდეგ დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა, თან ამოზილეთ ხის კოვზით (შუშეთ 15-20 წუთს ).
  3. ცხელი ფელამუში გადმოიღეთ სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან წვრილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი მოაყარეთ.