ფარშირებული წიწაკა ზამთრისთვის შესანახად: ბლანშირების და სტერილიზაციის გარეშე

1980

თუ ფიქრობთ, რომ ფარშირებული წიწაკის ზამთრისთვის შენახვა რთული და შრომატევადი პროცესია, ასე არაა. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომლის დროსაც წიწაკის ბლანშირება, სტერილიზაცია და შეფუთვა არ მოგიწევთ. აქ, ინგრედიენტების ზუსტი რაოდენობა მნიშვნელოვანი არაა, რეცეპტი უნივერსალურია. ძალიან გემრიელი, ზომიერად ცხარე. როგორც ყოველდღიური სადილისთვის, ასევე სადღესასწაულო სუფრისთვის გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • ბულგარული წიწაკა
  • კომბოსტო
  • სტაფილო
  • ცხარე წიწაკა
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • მარილი
  • წყალი
  • ღვინის ძმარი
  • დაფნის ფოთოლი
  • შავი წიწაკის მარცვლები

მომზადების წესი:

1. კომბოსტო დაჭერით, სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ცხარე წიწაკა შუაზე გაჭერით, თესლები ამოიღეთ და წვრილ ზოლებად დაჭერით.

2. ნიორი წვრილად დაჭერით. ოხრახუშის ნაწილი დააქუცმაცეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

3. ბულგარულ წიწაკას თავი მოაჭერით და თესლები მოაშორეთ. დაქუცმაცებული ბოსტნეულით გაავსეთ, რაც შეიძლება მჭიდროდ ჩატკეპნეთ.

4. ქილის ძირში ოხრახუში, დაფნის ფოთოლი და წიწაკის მარცვლები მოათავსეთ, შემდეგ ფარშირებული ბულგარული წიწაკით გაავსეთ. ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ.

5. ცივი წყალი, მარილი და ღვინის ძმარი მარინადისთვის გამოიყენეთ. წყალს მარილი გემოვნებით დაუმატეთ და სრულად გახსენით. ღვინის ძმარი დაუმატეთ: 150 მლ ძმარი 1 ლ წყალზე. მიღებული მარინადი დაუყონებლივ ქილაში ჩაასხით. ახლა მოხუფეთ და შეინახეთ.