ფარშირებული სკუმბრია ღუმელში – ეს არამხოლოდ უგემრიელესია, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. გამომცხვარი თევზი უფრო სასარგებლოა შემწვარ თევზზე. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი ფარშირებული თევზის რეცეპტს, რომელსაც შიგთავსად აქვს ვაშლი, ხახვი და მდნარი ყველი. ეს კერძი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. მარტო სურნელითაც გაგაოცებთ ეს კერძი, მაგრამ დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად სამეფო კერძია.
ინგრედიენტები
- სკუმბრია 800გ
- მდნარი ყველი 2 ცალი
- ლიმონის წვენი 3 სუფრის კოვზი
- ხახვი 1 ცალი
- მაიონეზი 0,5 სუფრის კოვზი
- ვაშლი 1 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
1.გახეხეთ მდნარი ყველი, ხახვი და ვაშლი მსხვილად. ხახვს დაასხით ადუღებული წყალი და გამოწურეთ, დაუმატეთ გახეხილ ყველს, დაამარილეთ და მოაყარეთ წიწაკა. ვაშლს მოასხით 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
2.გარეცხეთ სკუმბრია, მოაშორეთ შიგნეულობა, კუდი და ლაყუჩები, გაამშრალეთ ხელსახოცით. თევზს გარედან და შიგნიდან წაუსვით ვაშლის მასა, დაამარილეთ დარჩენილი ვაშლი და დაუმატეთ ყველი. სკუმბრია შიგნიდანაც და გარედანაც დაამუშავეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენით.
3.თევზი ამოავსეთ ყველისა და ვაშლის მასით, გარედან წაუსვით მაიონეზი. სკუმბრია მუცლით ზევით დაალაგეთ ფოლგაზე, შეხვიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და თევზი გამოაცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.
4.მომზადებამდე 15 წუთით ადრე გახსენით ფოლგა და თევზს მიეცით შებრაწვის საშუალება.
ყველი, ვაშლი და ლიმონის წვენი სკუმბრიას აძლევს დაუვიწყარ გემოსა და არომატს. ხოლო ფოლგა ეხმარება ამ არომატისა და გემოს შენარჩუნებაში. ასეთი თევზით შეგიძლიათ ნებისმიერი დღესასწაულისთვის გაშლილი მაგიდა დაამშვენოთ.