უხეში ღორის ქონი 35 წუთში ნაზი და გემრიელი ხდება

696

ღორის ქონი შესანიშნავი პროდუქტია, რომელიც იმუნიტეტისთვის სასარგებლო მჟავებს შეიცავს. ვირუსები შემოდგომა–ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება, ამიტომ საყინულეში ღორის ქონის ნაჭრებს ყოველთვის ვიმარაგებ. ახლახანს ღორის ქონის ახალი თვისებაც აღმოვაჩინე – ტვინის მუშაობას სტიმულირებს.

იცოდით, რომ ღორის ქონი ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს? სწორედ ამიტომ, თუ დაღლილობას გრძნობთ ან ფიქრი გიჭირთ, ღორის ქონი პურთან ერთად შეჭამეთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ძალიან უხეში ქონი ვიყიდეთ, უგემურად ვღეჭავთ და ვერც ვაგდებთ. კარგი დიასახლისი ასეთ ქონს არ გადააგდებს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით შესანიშნავ მეთოდს, რომლის დახმარებით ღორის ქონს დაარბილებთ და მის გემოს გააუმჯობესებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ქონი
  • 150 გრ მარილი
  • ნახევარი ქვაბი ხახვის ფურცლები
  • 2 თავი გაუსუფთავებელი + 1 თავი გასუფთავებული ნიორი
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკის მარცვლები
  • 1 ჩ/კ თავშავა
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • ბაჰარის წიწაკა, თეთრი წიწაკა – გემოვნებით
  • იტალიური ბალახები შესაკაზმად – გემოვნებით

მომზადების წესი:

მარინადი მოამზადეთ

ხახვის ფურცლები კარგად გარეცხეთ, ქვაბში ჩაყარეთ, რომელშიც ღორის ქონს მარინადთან ერთად მოხარშავთ. აქვე ყველა სანელებელი და 2 მთელი ნიორი ფურცლებიანად ჩაყარეთ. ნიორი წრეზე დანით დასერეთ, რომ მთელი სუნი მარინადს მისცეს.

1 ლ წყალი დაუმატეთ. მოგვიანებით წყალს დამატება დასჭირდება, როცა ღორის ქონს ჩადებთ. მარინადი ცეცხლზე დადგით და 5-10 წუთით თავდახურულ ქვაბში კარგად აადუღეთ. სანამ მარინადი იხარშება, ღორის ქონი დაჭერით.

რა თქმა უნდა, სჯობს ღორის ქონი ზოლით აიღოთ, ე.წ. „გენერლის“, ასე შესაფერისს ეფექტს მიიღებთ. თუმცა ნებისმიერი გამოგადგებათ, ის ღორის ქონი გამოიყენეთ, რომელიც სახლშის გაქვთ. ეს შეიძლება იყოს კანით ან მის გარეშე.

ღორის ქონი დაჭერით და მოხარშეთ

ღორის ქონი პატარა მოგრძო ნაჭრებად დაჭერით. ასე მზა ქონის დაჭრა გაგიადვილდებათ. ნებისმიერ ზომად შეგიძლიათ დაჭრათ, თუნდაც კვადრატებად, როგორც მოგწონთ.

ერთადერთი, ღორის ქონი ძალიან წვრილად არ დაჭრათ. ასე შეიძლება ზედმეტად დამარილდეს. ღორის ქონი ქვაბში გადაიტანეთ ისე, რომ მარინადით ბოლომდე დაიფაროს.

რჩევა! თუ მარინადის მოცულობა არ გყოფნით, რომ ღორის ქონი სრულად დაიფაროს, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ და ზემოდან რამდენიმე ხახვის ფურცელი დაადეთ.

როცა მარინადი ღორის ქონთან ერთად ადუღდება, თავსახური დაახურეთ და საშუალო ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ.

მნიშვნელოვანი მომენტი! როცა ღორის ქონი მოიხარშება, თავსახური არ ახადოთ, უბრალოდ ცეცხლი გამორთეთ. ღორის ქონი ასე გაგრილებამდე გააჩერეთ.

ღორის ქონის მშრალი დამარილება

მას შემდეგ, რაც ღორის ქონს მთელი ღამე გააჩერებთ, ქვაბიდან ამოიღეთ და ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ სითხე დაიწუროს. დამატებით ყველა მხრიდან ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. აქ, 2 ვარიანტი გაქვთ: შეგიძლიათ ქონის ნაჭრები არ გაამშრალოთ და სითხე დატოვოთ ან ჩემსავით გაამშრალოთ.

შემდეგ 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით და იტალიურ სუნელებს აურიეთ (ნებისმიერი სანელებელი შეგიძლიათ გამოიყენო). ამ ნარევში ღორის ქონის ნაჭრები კარგად ამოავლეთ.

ახლა კონტეინერში მჭიდროდ ჩააწყვეთ და მაცივარში შეინახეთ. მთლიანობაში, ღორის ქონი შეგიძლიათ გასინჯოთ, მაგრამ სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ, რომ სანელებლებში გაიჟღინთოს. მაცივარში ასეთი ღორის ქონი დიდხანს ინახება, ამიტომ არა ერთი საღამო გაგახარებთ.

ღორის ქონი შებოლილ გემოს მიიღებს, ძალიან რბილი და ნაზი გახდება. მისი არომატი უბრალოდ აღმაფრთოვანებელია! აუცილებლად სცადეთ!