უსაზღვროდ გემრიელი დაბეგვილი ინდაურის ხორცი: რბილი, ნაზი და ნოყიერი

1943

დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ დაბეგვილი ინდაურის ხორცის შესანიშნავ რეცეპტს. ინდაურის ხორცი ჰიპოალერგენული და დაბალკალორიულია, ამასთან მდიდარია ცილებით და რკინით. შესანიშნავი პროდუქტია ბავშვთა და დიეტური კვებისთვის.

რეცეპტს განსაკუთრებულ პიკანტურობას ყველის კლიარი სძენს, რომელიც ხორცის წვნიანობას ინარჩუნებს შიგნიდან, გარედან კი საოცრად დაბრაწული და ხრაშუნაა.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ინდაურის ფილე
  • 350 გრ მაგარი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 1 მწ მუსკატის თხილი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ფილე თხელ ფენებად, დააფარეთ პოლიეთილენი და სათითაოდ დაბეგვეთ ნაჭრები ორივე მხრიდან. წაუსვით ზეთი, მარილი, პილპილი.

2. კლიარისთვის გახეხეთ ყველი, დაუმატეთ კვერცხი, მუსკატის თხილი, ფქვილი და კარგად მოურიეთ.

3. ამოავლეთ ფილეს ნაჭრები კლიარში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან დაბრაწვამდე.

შესანიშნავი დიეტური კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!