უნიკალური ცომისგან მომზადებული კრუასანები

785

ბებიის რეცეპტით მომზადებული ყველა კერძი ჩემთვის განსხვავებულად ძვირფასია. სოფელში ჩასვლისას ამ კრუასანებს ბებია ყოველ დილით გვიმზადებდა და გვახარებდა. გადავწყვიტე ჩემი შვილებისთვისაც მომემზადებინა, ამიტომ გამახსენეს რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • 420გ ფქვილი
  • 300გ ალუბალი წვენის და კურკის გარეშე
  • 2 კვერცხი
  • 80მლ რძე
  • 2 სუფრის კოვზი არააჟანი 20%
  • 120გ კარაქი
  • 50გ შაქარი
  • 8გ ვანილი
  • 20გ საფუარი ან 7გ მშრალი
  • მარილი
  •  1 კვერცხი
  • 1სუფრის კოვზი რძე

მომზადება

1.თბილ რძეში გახსენით საფუარი. გაალღვეთ კარაქი.

2.ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი. დაუმატეთ არაჟანი და საფუარის მასა. ჩაასხით ზეთი და ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.

3.მოზილეთ ცომი დაახლოებით 5 წუთი. ცომი გამოდის ძალიან სასიამოვნო. ცომი შეფუთეთ ნამიან ნაჭერში.

არ მოუჭიროთ ძალიან, უბრალოდ შეკარით. ნაჭერში გახვეული ცომი ჩაუშვით ცივ წყალში. დატოვეთ 1 საათი.

4.გულსართისთვის გამოიყენეთ გასუფთავებული ალუბალი.

5.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ თუშფალანგზე და აცადეთ დაწრეტა. ფქვილიან ზედაპირზე დაამუშავეთ ცომი, აღარ უნდა იყოს წებოვანი. გაყავით 4 ნაწილად. დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 15 წუთი.

6.გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი. გაყავით 8 სამკუთხედ ნაწილად. თითოეულზე მოათავსეთ 2 ალუბალი.

მიეცით კრუასანის ფორმა. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ გადაბმის ადგილი მოყვეს დაბლა. დაასვენეთ 15 წუთი.

7.ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად და წაუსვით კრუასანებს, ზემოდან მოაყარეთ ცოტა შაქარი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 17-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!