უნგრული ხორცის ღვეზელი. ცომი სოდის გარეშე და მხოლოდ 2 კოვზი ფქვილით – ის, რაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

1399

ერთხელ ცნობილმა გასტონომიულმა კრიტიკოსმა, ანრი გოლმა უნგრეთს გემოებისა და არომატების ქვეყანა უწოდა, ხორცისა და ბატის ღვიძლის განსაკუთრებული ხარისხის, უგემრიელესი სალამისა და ტკბილეულობის ფართო არჩევანის გამო. ამ სპეციალისტის გამოთქმამ ქვეყნისადმი და მისი სამზარეულოსადმი ინტერესი გაზარდა. თქვენ თუ გაქვთ არსენალში რაიმე უნგრული კერძის რეცეპტი? ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ მოამზადოთ განსაკუთრებული ღვეზელი ღორის ხორცითა და კარტოფილით უნგრულად.

ხორციანი ღვეზელი არამხოლოდ ამ ევროპულ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით. ყოველი ქვეყანა ამატებს თავის საიდუმლო ინგრედიენტებს და კერძს ექსკლუზიურს ხდის. მოდით გავიგოთ, თუ რა არის დამახასიათებელი უნგრული ღვეზელისთვის.

ინგრედიენტები

  • 900 გრ კარტოფილი
  • 700 გრ ღორის ხორცი
  • 2 ც ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • პროვანსული ბალახები გემოვნებით
  • 200 გრ ბარდა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხორცი კუბებად შეურიეთ პილპილი და მარილი, შეწვით ზეთში. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაამატეთ პილპილის კაკლები და დაფნის ფოთოლი. როცა წყალი ადუღდება, დააფარეთ თავსახური. ხარშეთ 50 წთ.

2. იმავე ზეთში მოთუშეთ კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, 1 ხახვი და გატარებული ნიორი.

3. დაამატეთ შემწვარი ბოსტნეული ხორცს, შემდეგ დაკონსერვებული ბარდა. ხარშეთ კიდევ 20 წუთი, დაამატეთ სუნელები.

4. დაამატეთ ნახევარი ფქვილი და კიდევ 5 წთ ხარშეთ.

5. გაფცქვენით ერთი ხახვი გათალეთ 1 კარტოფილი და 2 ნიორი. დააქუცმაცეთ სამზარეულოს კომბაინში, გადაასხით თასში, დაუმატეთ 2 კვერცხი, დარჩენილი ფქვილი, დაჭრილი მწვანე ხახვი და მარილი.

6. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და გამოაცხვეთ კარტოფილის მასისგან ბლინები.

7. აიღეთ ბრტყელი თეფში. მოათავსეთ ერთი ბლინი, მასზე ხორცის მასა და დააფარეთ მეორე ბლინი. განაგრძეთ ასე, სანამ პროდუქტები არ ამოიწურება. ღვეზელი მზადაა.

ბლინის ცომი – აი რა არის განსაკუთრებული უნგრულ ღვეზელში. სულ ცოტაოდენი ფქვილი, ნაზი ცომი და გემრიელი შიგთავსი. მიირთვით ღვეზელი არაჟანთან, მორთეთ მწვანილით და დატკბით გემოთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!